ახალი ამბები

როცა ვამბობ, რეფორმები ნატოსთან თავსებადია, რუსეთის საფრთხეს ვგულისმობ – იზორია

4 აპრილი, 2019 • 1060
როცა ვამბობ, რეფორმები ნატოსთან თავსებადია, რუსეთის საფრთხეს ვგულისმობ – იზორია

თავდაცვის მინისტრი დეპუტატ რომან კაკულიას პასუხობს და აცხადებს, რომ ნატოს პოლიტიკასთან თავსებადობა სწორედ რუსეთის საფრთხეების შეკავებას გულისხმობს.

“ერთ-ერთი დეპუტატისგან ითქვა პოზიცია, რომ მოხსენებაში არ იყო საუბარი რუსეთის საფრთხეზე. რა თქმა უნდა, მთელი ჩვენი კონცეფცია და თავდაცვის ძალების მიდგომები მიმართულია იმისკენ, რომ იყოს ნატოს სტრატეგიებთან თანხვედრაში. ნატოს მთავარი პოლიტიკა არის შეკავებისა და თავდაცვის პოლიტიკა და ნატო ამ შემთხვევაში მიმართულია სხვა არაფერზე, თუ არა რუსეთიდან მომდინარე საფრთხეებზე. შესაბამისად,  როდესაც ვამბობ, რომ ყველა ჩვენი რეფორმა არის ნატოს შეკავებისა და თავდაცვის პოლიტიკისათან თანხვედრაში, რა თქმა უნდა, რუსეთიდან მომდინარე საფრთხეებს ვგულისმობ”, – განაცხადა იზორიამ.

მისი თქმით, ყველაფერი, რაც კეთდება ჩვენი თავდაცვისუნარიანობის გაძლიერების თვალსაზრისით, პირველ რიგში, რუსეთისგან მომდინარე საფრთხეები, შეკავებას და თავდაცვას გულისხმობს.

“ცოტა გაოცებული ვარ, მართალი გითხრათ. ორი საათია ვსაუბრობთ და სიტყვა რუსეთი არ გაჟღერებულა საერთოდ”, – ასე მიმართა საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა რომან კაკულიამ თავდაცვის მინისტრ ლევან იზორიას, რომელსაც პარლამენტში უსმენენ.

ამავე თემაზე:

2 საათია ვსაუბრობთ და სიტყვა რუსეთი არ გაჟღერებულა – კაკულია იზორიას

მასალების გადაბეჭდვის წესი