ახალი ამბები

“პატრიოტთა ალიანსი” თამარ ჩუგოშვილს ეთიკის საბჭოში უჩივის

4 აპრილი, 2019 • 963
“პატრიოტთა ალიანსი” თამარ ჩუგოშვილს ეთიკის საბჭოში უჩივის

“პატრიოტთა ალიანსი” აპირებს, ვიცე-სპიკერ თამარ ჩუგოშვილს პარლამენტის ეთიკის საბჭოში უჩივლოს.

საქმე ეხება გუშინ, 3 აპრილს მომხდარ ინციდენტს, როდესაც ჩუგოშვილმა დეპუტატ ემზარ კვიციანს დისკრიმინაციული განცხადების გაკეთების მიზეზით მიკროფონი გამოურთო.  დეპუტატმა ადა მარშანიამ “ძალიან საზარელი ინციდენტი” უწოდა იმ ფაქტს, რომ ვიცე-სპიკერმა ემზარ კვიციანს მიკროფონი იმ დროს გამოურთო, როცა ის პატრიარქის სიტყვებს ციტირებდა.

“ჩვენ ხომ შევქმენით ახლა სათაყვანებელი ეთიკის კომისია. იქ შეგვაქვს ჩვენ საჩივარი. გვინდა, ეს არაეთიკური და თავად დისკრიმინაციული საქციელი ჩუგოშვილისა იყოს განხილული ეთიკის კომისიაზე”, – განაცხადა ადა მარშანიამ 4 აპრილს, პარლამენტის პლენარულ სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას.

ცნობისთვის, პარლამენტის ახალი რეგლამენტის შესაბამისად, საკანონმდებლო ორგანოში ეთიკის საბჭოს შექმნის შესახებ დადგენილება მიიღეს, თუმცა საბჭოს შემადგენლობა ჯერ დაკომპლექტებული არ არის.


პარლამენტმა მხარი არ დაუჭირა “პატრიოტთა ალიანსის” წევრ ემზარ კვიციანის ინიციატივას კანონმდებლობიდან ტერმინების – “სექსუალური ორიენტაციის” და “გენდერული იდენტობის” – ამოღების თაობაზე.

გუშინ, 3 აპრილს, კანონპროექტის წარდგენისას კვიციანმა განაცხადა, რომ კანონმდებლობაში ამ ტერმინების ჩაწერით “ზნეობრივი ნორმები დაირღვა”.

მისი თქმით, კანონმდებლობაში ზემოაღნიშნული ტერმინების არსებობა წინააღმდეგობაში მოდის ოჯახის ინსტიტუტთან, ზნეობრივ საფუძვლებთან და რელიგიურ სწავლებებთან.

კანონპროექტის წარდგენა დეპუტატმა ილია მეორის სიტყვებით დაასრულა იმის შესახებ, რომ უკანონობის დაკანონება დიდი ცოდვაა. კვიციანს სხდომის წამყვანმა თამარ ჩუგოშვილმა შეახსენა, რომ დეპუტატი პარლამენტის ტრიბუნიდან დისკრიმინაციულ ტერმინოლოგიას არ უნდა იყენებდეს. ჩუგოშვილმა კვიციანს სიტყვა შეაწყვეტინა.

ამავე თემაზე:

კვიციანი კანონმდებლობიდან სექსუალური ორიენტაციისა და გენდერული იდენტობის ამოღებას ითხოვს

 

 

მასალების გადაბეჭდვის წესი