ახალი ამბებირეკლამა

ვითიბი ბანკი მომხარებელს თანხის მობილურის ნომრით ან ელ. ფოსტით გადარიცხვას სთავაზობს

3 აპრილი, 2019 • 1407
ვითიბი ბანკი მომხარებელს თანხის მობილურის ნომრით ან ელ. ფოსტით გადარიცხვას სთავაზობს

ვითიბი ბანკი ბარათიდან ბარათზე თანხის გადარიცხვის სერვისს ამარტივებს. გადარიცხვა უკვე შესაძლებელია მიმღების არასაბანკო რეკვიზიტების – ტელეფონის ნომრის ან ელ. ფოსტის მისამართის მითითებით. მომსახურება ხელმისაწვდომია საქართველოში რეგისტრირებული ნებისმიერი ბანკის Visa-ს და Mastercard-ის ბარათების მფლობელი კლიენტებისთვის.

გადარიცხვის შესასრულებლად თანხის გამგზავნმა აპლიკაციაში უნდა შეიყვანოს საკუთარი ბარათის 16 ციფრიანი ნომერი, მოქმედების ვადა და CVV2/CVC2 კოდი, ასევე მიმღების მობილური ტელეფონის ნომერი ან ელ. ფოსტის მისამართი.

დავალების რეგისტრაციისთანავე მიმღებს მითითებულ ტელეფონის ნომერზე ან ელ. ფოსტის მისამართზე გაეგზავნება საინფორმაციო შეტყობინება ტრანზაქციის შესახებ და ინტერაქტიულ ბმული. ბმულზე გადასვლით მიმღები შეძლებს თანხის სასურველ ბარათზე ჩარიცხვას. ის ასევე უფლებამოსილი იქნება გაააქტიუროს თანხის ავტომატურად ჩარიცხვის ფუნქცია და მიმართოს თანხა ბარათზე  ყოველგვარი დამატებითი ქმედების განხორციელების გარეშე.

სერვისით სარგებლობა შესაძლებელია ნებისმიერ დროს (24/7), საიტზე: hub.vtb.ge  

თანხის გადარიცხვა დაშვებულია მხოლოდ ლარში. მიმღების ბარათზე თანხა აისახება მომენტალურად.

ვითიბი ბანკი,  ვითიბის საერთაშორისო ფინანსური ჯგუფის წევრია. დღეს ვითიბი ჯგუფის ბანკები 20-ზე მეტ ქვეყანაშია წარმოდგენილი. ვითიბი ჯგუფის უნივერსალური მოდელი მოიცავს: კორპორატიულ, საცალო და საინვესტიციო ბიზნესს. საქართველოს მასშტაბით ბანკს 37 ფილიალი აქვს, სადაც კლიენტებს მარტივ, სწრაფ, ინოვაციურ პროდუქტებს და მაღალი  ხარისხის მომსახურებას სთავაზობენ. ყოველწლიურად, ვითიბი ბანკის 1 000–ზე მეტი თანამშრომელი 300,000-მდე კლიენტს ემსახურება.

მასალების გადაბეჭდვის წესი