საგამოძიებო სამსახურის ინფორმაციით, დაკავებული ერთ-ერთ მოქალაქეს დაპირდა, რომ ბრალდებული პირის შეწყალების სანაცვლოდ, სასჯელაღსრულების სისტემის და შეწყალების კომისიის მაღალჩინოსნებს გადასცემდა 15 000 აშშ დოლარს, რის შედეგადაც ბრალდებული სასჯელისაგან გათავისუფლდებოდა.
საგამოძებო სამსახურის ცნობით, 15 ათას ლარს დაკავებული თაღლითურად თავად დაეუფლა. გამოძიება მიმდინარეობს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მესამე ნაწილით, რაც თავისუფლების აღკვეთას 6-დან 9 წლამდე ვადით ითვალისწინებს.