ახალი ამბები

ანონსი: 27 სექტემბერი

26 სექტემბერი, 2014 • • 1530
ანონსი: 27 სექტემბერი

11:00 სოხუმის დაცემის დღესთან დაკავშირებით, თბილისის მერი დავით ნარმანია,   საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრ სოზარ სუბართან ერთად, ვაკის სასაფლაოზე,  ეროვნული გმირის ჟიული შარტავას ხსოვნას პატივს მიაგებს

 

11:00 საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი თამარ სანიკიძე ენების ევროპული დღის აღსანიშნავი ღონისძიებების გახსნის ცერემონიას დაესწრება.

ადგილი: ევროპის სახლი, თავისუფლების მოედანი N1

 

11:00 სასტუმრო თბილისი მარიოტში  საქართველოს სტატისტიკის ეროვნულ სამსახურსა და შვედეთის სტატისტიკას შორის  თანამშრომლობის პროექტის მესამე წლის მუშაობის შემაჯამებელი  შეხვედრა გაიმართება.

მისამართი: სასტუმრი თბილისი მარიოტი, რუსთაველის 13.

 

11:30 პარლამენტის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილი და პარლამენტის წევრები პატივს მიაგებენ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის დაღუპულთა მემორიალს.

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

11.30 თბილისის მერი დავით ნარმანია გმირთა მოედანზე დაღუპულთა მემორიალს გვირგვინით შეამკობს

12:00 საქართველო-თურქეთის მეგობრობის ახალგაზრდული ორგანიზაციის წარმომადგენელი რომან კვიციანი პორტალ „კვირას“ პრესკლუბში პრესკონფერენციას გამართავს. მისამართი: უშანგი ჩხეიძის 23.

12.00  ქ.თბილისში, ჭადრაკის სასახლეში შედგება აფხაზთა კრება, რომელშიც მონაწილეობას მიიღებენ აფხაზეთიდან დევნილი საზოგადოების, საზოგადოებრივი ორგანიზაციებისა და პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლები. კრება განიხილავს აფხაზეთის ა/რ უმაღლესი საბჭოს  ახალი არჩევნების, მთავრობის პასუხისმგებლობისა და დევნილთათვის აქტუალურ სხვა საკითხებს.

 

12:30 პირველი ასტროლოგიური სკოლის დამფუძნებელი და დირექტორი თორნიკე ბიძინაშვილი  „კვირას“ პრესკლუბში პრესკონფერენციას გამართავს. მისამართი: უშანგი ჩხეიძის 23.

15:00 საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი, დავით შავლიაშვილი,  თანამშრომლებთან და სამინისტროს სხვა ხელმძღვანელ პირებთან ერთად, საქართველოს დამოუკიდებლობისთვის დაღუპულ გმირთა მემორიალს გვირგვინით შეამკობს.

მასალების გადაბეჭდვის წესი