ახალი ამბები

ანონსი–24 სექტემბერი

23 სექტემბერი, 2014 • • 938
ანონსი–24 სექტემბერი

11:00 პრაიმტაიმის პრესკლუბში კოალიცია “საზოგადოებრივი ინიციატივას”’ წარმომადგენლები განათლების სისტემაში მიმდინარე მოვლენებზე პრესკონფერენციას გამართავენ;

 

11:00 საგამოფენო ცენტრ „ექსპო ჯორჯიაში“ მე–11 პავილიონში წყლის საერთაშორისო გამოფენა – „AQUA THERM TBILISI 2014“ გაიმართება, სადაც წარმოდგენილი იქნება უახლესი და ინოვაციური ნანო ტექნოლოგიები.ღონისძიებას საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის პირველი მოადგილე ქეთევან ნატრიაშვილი დაესწრება;

 

11:30 ათასწლეულის გამოწვევის ფონდი – საქართველო აცხადებს ათასწლეულის ინოვაციის კონკურსს საშუალო სკოლის მოსწავლეებისთვის. კონკურსის პრეზენტაცია გაიმართება ვლადიმირ კომაროვის თბილისის ფიზიკა-მათემატიკის №199 საჯარო სკოლაში, ვაჟა ფშაველას გამზირი № 49;

 

11:00 საინფორმაციო ანალიტიკურ პორტალ “კვირას” პრესკლუბში ჭიდაობის ფედერაციის დროებითი მმართველი რომან რურუა და ოლიმპიური ჩემპიონი დავით გობეჯიშვილი პრესკონფერენციას გამართავენ. თემა: ჭიდაობის ფედერაციაში შექმნილი კრიზისი. მისამრთი: უშანგი ჩხეიძის #23


11:30 სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამინისტროს სპორტის დეპარტამენტის ხელმძღვანელი ირაკლი დოლაბერიძე პრესკონფერენციას გამართავს; 


11:30“პირველ პრესკლუბში” “ადვოკატთა და იურისტთა საერთაშორისო ობსერვატორიის” თავმჯდომარე გრიგოლ გაგნიძე, “მსჯავრდებულთა დახმარების ცენტრი” თავმჯდომარე მამუკა ტუსკაძე, “ახლაგაზრდები ახალგაზრდობისა და მომავლისათვის” თავმჯდომარე ალეკო ახალკაცი პრესკონფერენციას გამართავენ. თემა: კვესიტაძის გადაცემაში, პატიმრების სატელეფონო ფარულ ჩანაწრებზე სამართლებრივი რეაგირების მოთხოვნა. მისამართი: წერეთლის 116, ბიზნეს ცენტრი “დიდუბე პლაზა” მე-2 სართ. 


12:00 ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის საკითხთა დროებითი კომისიის, საგარეო ურთიერთობათა და დიასპორის და კავკასიის საკითხთა კომიტეტების ერთობლივი სხდომა. პარლამენტი, პირველი რესპუბლიკის დარბაზი


13:30 პრაიმტაიმის პრესკლუბში ქართული ოცნების ერთ-ერთი ლიდერი ზურა აბაშიძე მიმდინარე პოლიტიკურ საკითხებთან დაკავშირებით პრესკონფერენციას გამართავს;

 

12:30“პირველ პრესკლუბში” სტუდენტი ბექა ცხადაძე, ბათუმში დაგეგმილ მუსლიმურ შეკრებასთან დაკავშირებით გამაფრთხილებელ განცხადებას გააკეთებს; 

 

13:00“პირველ პრესკლუბში” თბილისის საკრებულოს დეპუტატი ალეკო ელისაშვილი პრესკონფერენციას გამართავს;


14:00პრაიმტაიმის პრესკლუბში ტარიელ ფოცხვერიას ადვოკატი თინათინ ნაკაშიძე და ლია მუხაშავრია ტარიელ ფოცხვერიას საქმესთან დაკავშირებით განცხადებას გააკეთებენ;

 

14:00 თბილისის საქალაქო სასამართლოში (დარბაზი #36) მოსარჩელეების, კახა კოჟორიძის დადალი მამულაშვილის სარჩელზე სასამართლო სხდომა გაიმართება; 

 

20:00 ფილარმონიის დიდ საკონცერტო დარბაზში ფონდ „იავნანა“-ს საქველმოქმედო კონცერტი გაიმართება.

მასალების გადაბეჭდვის წესი