ახალი ამბები

გია ვოლსკის სახლი გაქურდეს

28 მარტი, 2019 • 1618
გია ვოლსკის სახლი გაქურდეს

“ქართული ოცნების” ერთ-ერთი ლიდერის, გია ვოლსკის თქმით, მისი სახლი დაახლოებით ერთი თვის წინ გაქურდეს.

როგორც მან ნეტგაზეთს უთხრა, სახლიდან მხოლოდ სამუშაო იარაღია წაღებული, რომელიც ფანჯარაზე იდო. მისივე თქმით, მომხდარზე შინაგან საქმეთა სამინისტროსთვის ოფიციალურად არ მიუმართავს. დეპუტატის სახლი სოფელ ახატანში მდებარეობს.

“ფანჯარა ჩატეხეს და ფანჯრის რაფაზე სამუშაო ინსტრუმენტი იდო და ის წაიღეს. შსს-თვის არ მიმიმართავს, თუმცა სოფელში ხალხმა ამის შესახებ იცის. ფანჯარა ჩატეხილია და ნივთი აიღეს. რამდენადაც ვიცი, შსს-ს სამხარეომაც იცის მომხდარის შესახებ”,-აცხადებს ვოლსკი.

შსს-ში ნეტგაზეთს უთხრეს, რომ მომხდარის შესახებ უწყებისთვის არ მიუმართავთ.

მასალების გადაბეჭდვის წესი