ახალი ამბები

BBC-ის ბოდიში და კომპენსაცია პოროშენკოს მასზე გავრცელებული არასწორი ინფორმაციისთვის

28 მარტი, 2019 • 1345
BBC-ის ბოდიში და კომპენსაცია პოროშენკოს მასზე გავრცელებული არასწორი ინფორმაციისთვის

ტელეკომპანია BBC უკრაინის პრეზიდენტ პეტრო პოროშენკოს კომპენსაციას გადაუხდის მასზე მომზადებული სტატიის გამო, რომელიც არასწორ ინფორმაციას შეიცავდა. შესაბამისი განცხადება ტელეარხმა დღეს, 28 მარტს გაავრცელა.

საქმე ეხება გასული წლის მაისში მომზადებულ სტატიას, რომელშიც ნათქვამი იყო, რომ დონალდ ტრამპის ყოფილ იურისტს, მაიკლ კოენს, აშშ-ის პრეზიდენტსა და უკრაინის პრეზიდენტს შორის შეხვედრის ორგანიზებისათვის 400 000 ევრო გადაუხადეს. მოგვიანებით მასალა  ტელეარხის საიტიდან აიღეს.

კომპანიის განცხადებით, ინფორმაცია სიმართლეს არ შეესაბამებოდა.

“ჩვენ ბოდიშს ვუხდით ბატონ პოროშენკოს ნებისმიერი ზიანისთვის, რომელიც [სტატიამ] გამოიწვია და შევთანხმდით, გადავუხადოთ მას კომპენსაცია. ასევე, ჩავერთეთ საერთო განცხადებაში ღია სასამართლო პროცესზე”, – აღნიშნულია BBC-ს განცხადებაში.

პოროშენკომ ტელეკომპანიას სასამართლოში სექტემბერში უჩივლა და აღნიშნა, რომ ბრალდებებმა “სერიოზული კორუფციის” შესახებ “მნიშვნელოვანი ზიანი” მიაყენა მას.

მასალების გადაბეჭდვის წესი