რუსთაველის გამზირზე ლეიბორისტებისა და ტაქსის მძღოლების აქციის მონაწილეებს პოლიცია სამანქანო გზას არ აკეტინებს, რის გამოც სიტუაცია დაძაბულია.
თბილისში ტაქსის მძღოლები და ლეიბორისტული პარტიის წევრები საპროტესტო აქცია/მსვლელობას მართავენ. საპროტესტო კოლონა სადგურის მოედნიდან პარლამენტის მიმართულებით გადაადგილდება, სადაც 15:00 საათზე აქციაა დაანონსებული.

![დაპირისპირება პოლიციასა და ტაქსისტები/ლეიბორისტების აქციის მონაწილეებს შორის [ვიდეო] დაპირისპირება პოლიციასა და ტაქსისტები/ლეიბორისტების აქციის მონაწილეებს შორის [ვიდეო]](https://netgazeti.ge/wp-content/uploads/2019/03/cover-3.jpg)





