ახალი ამბები

ცნობილია, რომელ ქუჩებზე იმოძრავებენ ტაქსები ბასლეინებზე

27 აპრილი, 2023 • 962
ცნობილია, რომელ ქუჩებზე იმოძრავებენ ტაქსები ბასლეინებზე

თბილისში A კატეგორიის ტაქსები, რომელთა ავტომანქანის ასაკი არ აღემატება 10 წელს, საავტობუსო ზოლებში მოძრაობას პირველი ივნისიდან 20 ქუჩაზე შეძლებენ. ამის შესახებ ინფორმაცია ნეტგაზეთს თბილისის მერიამ მიაწოდა.

A კატეგორია მოიცავს ქალაქში მოძრავ თეთრი ფერის ტაქსებს, რომელთაც აქვთ სპეციალური მანიშნებელი – “ტაქსი თბილისი”. მერიის ცნობით, ასეთი ტაქსი დედაქალაქში სულ 35 000-ია, თუმცა საავტობუსო ზოლებში, ე.წ. ბასლეინებში მოძრაობის უფლება ამ ეტაპზე 3 500 ტაქსის ექნება.

ისინი ე.წ. ბასლეინებზე გადაადგილებას შეძლებენ შემდეგ ქუჩებზე:

  • თამარ მეფის გამზირი;
  • რუსთაველის გამზირი;
  • პეკინის გამზირი;
  • მოსკოვის გამზირი;
  • გრიგოლ რობაქიძის გამზირი;
  • ალექსანდრე ყაზბეგის გამზირი;
  • ქეთევან დედოფლის გამზირი;
  • ქაქუცა ჩოლოყაშვილის გამზირი;
  • ჯავახეთის ქუჩა;
  • ვიქტორ კუპრაძის ქუჩა;
  • სესილია თაყაიშვილის ქუჩა;
  • ნიკოლოზ ბარათაშვილის აღმართი;
  • გრიგოლ ორბელიანის მოედანი;
  • მერაბ კოსტავას ქუჩა;
  • ჟიული შარტავას ქუჩა;
  • ანა კალანდაძის ქუჩა;
  • მიხეილ თამარაშვილის ქუჩა;
  • ზურაბ ანჯაფარიძის (ყოფილი სანდრო ეულის) ქუჩა;
  • მირიან მეფის ქუჩა;
  • პეტრე იბერის ქუჩა

თბილისის მერის, კახა კალაძის განცხადებით, A კატეგორიის ტაქსები საავტობუსო ზოლში გადაადგილებას ვერ შეძლებენ იმ ქუჩებზე, სადაც საზოგადოებრივი ტრანსპორტი ავტომანქანების საპირისპიროდ მოძრაობს.

მასალების გადაბეჭდვის წესი