ასევე უფასო განათლება, რომელსაც დაინტერესებულ პირებს სახელმწიფო საზოგადოებრივი კოლეჯი „სპექტრი“ სთავაზობს. კოლეჯი სპექტრი მრავალპროფილიანი საზოგადოებრივი სასწავლებელია და ლიდერია საქართველოში სამშენებლო და ეკოლოგიური მიმართულებით სპეციალისტების მომზადებაში.
კოლეჯში მიმდინარეობს სწავლება: სამშენებლო, საავტომობილო, ბიზნესის, ადმინისტრირების, სურსათის უვნებლობისა და გარემოს დაცვის, სახელოვნებებო და კომპიუტერის მიმართულებით.
დღეს, საზოგადოებრივ კოლეჯში „სპექტრი“ გაიმართა შეხვედრა კოლეჯში მიმდინარე რეგისტრაციისა და პროფესიული განათლების საჭიროების შესახებ, ღონისძიება ემსახურებოდა კოლეჯში მიმდინარე სიახლეების და სამომავლო გეგმების გაცნობას.
რეგისტრაცია გაგრძელდება 20 სექტემბრის ჩათვლით.








