ენმ-ს პოლიტიკურ საბჭოს სანდრა რულოვსი, ზაალ უდუმაშვილი და სხვები შეუერთდნენ, პოლიტსაბჭოს ახალი შემადგენლობის თავმჯდომარედ კი ნიკა მელია აირჩიეს.
პარტიის დელეგატებმა 24 მარტს მიიღეს პოლიტსაბჭოს განახლებული შემადგენლობა — 332 ხმით 7-ის წინააღმდეგ. პარტიის 5-მა დელეგატმა თავი შეიკავა.
პოლიტსაბჭოს ახალი წევრები არიან:
- სანდრო რულოვსი,
- ზაალ უდუმაშვილი,
- მამუკა ჩიქოვანი,
- მურთაზ ზოდელავა,
- დიმიტრი შაშკინი,
- ხატია დეკანოიძე,
- ლევან ხაბეიშვილი,
- ბადრი ბასიშვილი,
- ნიკა ვაჩეიშილი,
- ლელა ჯავახაძე.
პოლიტიკური საბჭო პარტიის მთავარი აღმასრულებელი ორგანოა, რომელიც პარტიის საქმიანობას მართავს.
იმავე ყრილობაზე “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარედ გრიგოლ ვაშაძე აირჩიეს;