ახალი ამბები

ევროპულმა საქართველომ მარნეულის მერობის კანდიდატად აჰმედ იმამყულიევი წარადგინა

24 მარტი, 2019 • 900
ევროპულმა საქართველომ მარნეულის მერობის კანდიდატად აჰმედ იმამყულიევი წარადგინა

24 მარტს ოპოზიციური პარტია “ევროპული საქართველოს” ლიდერმა, დავით ბაქრაძემ მარნეულის მერობის კანდიდატად პარტიის წევრი აჰმედ იმამყულიევი წარადგინა.

ბაქრაძის თანახმად, “თითოეული არჩევნები უნდა გამოვიყენოთ ქვეყანაში ხელისუფლების წინააღმდეგ საბრძოლველად და ჩვენი ცხოვრების გასაუმჯობესებლად”.

მარნეულში პარტიის ბრიფინგზე, იმამყულიევთან და ბაქრაძესთან ერთად, იმყოფებოდნენ გიგი უგულავა და “ევროპული საქართველოს” და “თავისუფალი დემოკრატები” პარლამენტი მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი შალვა შავგულიძე.

მერის თანამდებობა მას შემდეგ გახდა ვაკანტური, რაც წინა მერს თემურ აბაზოვს, რომელსაც ჯგუფურად ჩადენილ არაადამიანურ მოპყრობასა და პირადი ინფორმაციის ხელყოფაში ადანაშაულებენ, საკრებულომ მერის უფლებამოსილება შეუწყვიტა საკუთარი თხოვნის საფუძველზე. აბაზოვი 2018 წლის ივნისში დააკავეს, გადადგომის შესახებ კი განცხადება 2019 წლის თებერვალში გააკეთა.

მასალების გადაბეჭდვის წესი