ახალი ამბები

ბერძენიშვილი: სახალხოდ არჩეულ პრეზიდენტს უნდა, მეტი უფლება რომ ჰქონდეს

17 სექტემბერი, 2014 • • 1724
ბერძენიშვილი: სახალხოდ არჩეულ პრეზიდენტს უნდა, მეტი უფლება რომ ჰქონდეს

“სამიტზე უნდა წავიდეს ის, ვისაც ეკუთვნის კონსტიტუციურად. კონსტიტუციაში კი წერია, რომ საგარეო და საშინაო პოლიტიკას განსაზღვრავს მთავრობა, მთავრობის მეთაური კი არის პრემიერ–მინისტრი. ასე უწერიათ სხვა ქვეყნებსაც, ამიტომ დადის გერმანიიდან კანცლერი, თუმცა იმათაც ყავთ პრეზიდენტი. გარწმუნებთ, მათ პრეზიდენტთანაც მოვა გაეროდან მოწვევა და გარწმუნებთ არ წავა. იცის, სად უნდა წავიდეს, გასვენებაში წავა, მისალოცად წავა, ყველას თავისი ფუნქცია აქვს, მაგრამ ჩვენ ქართველები ვართ, სახალხოდ არჩეულ პრეზიდენტს უნდა, მეტი უფლება რომ ჰქონდეს და ზუსტად იმდენით უნდა ისარგებლოს, რამდენიც წერია კონსტიტუციაში. თუ რამე არ მოსწონს ვინმეს, არსებობს კონსტიტუციურო ცვლილებების პროცესი,”– აღნიშნა ბერძენიშვილმა. 

 

უმრავლესობის კიდევ ერთი წევრი გია ვოლსკი ამბობს, რომ მთავრობამ კარგი გადაწყვეტილება მიიღო:

 

“გიორგი წესიერი კაცია, სწორი ხედვები აქვს, მაგრამ ეს თემები მთავრობასთან უნდა იყოს შეთანხმებული და მთავრობამ გადაწყვიტა ისე, როგორც უკეთესია. აღარ არის ეს თემა აქტუალური და მცდელობა, რომ დღის წესრიგში დარჩეს, სწორი არ არის.”

 

11 სექტემბერს პრეზიდენტმა განაცხადა, რომ გაეროში მისი ვიზიტი ჩაიშალა.

 

“ჩემი ვიზიტის დროს ვერ განხორციელდებოდა ის სამუშაო, რომელიც მას უნდა განეხორციელებინა”, – განაცხადა მარგველაშვილმა.  

მასალების გადაბეჭდვის წესი