ნეტგაზეთი | OSCE -ს მონიტორინგი სომხეთ-აზერბაიჯანის გამყოფ ზოლში OSCE -ს მონიტორინგი სომხეთ-აზერბაიჯანის გამყოფ ზოლში – Netgazeti
RU | GE  

OSCE -ს მონიტორინგი სომხეთ-აზერბაიჯანის გამყოფ ზოლში

ხვალ, 17 სექტემბერს OSCE-ს თავმჯდომარის პირადი მანდატით სომხეთ-აზერბაიჯანის სამხედრო დანაყოფების გამყოფ ხაზზე მონიტორინგი განხორციელდება. ინფორმაციას აზერბაიჯანული გამოცემა bakupost ავრცელებს.

აზერბაიჯანის მხარეს მონიტორინგს OSCE-ს თავმჯდომარის საველე დამხმარე ხრისტო ხრისტოვი და ჯგუფის წარმომადგენელი პოლკოვნიკ – ლეიტენანტი ტუნჯაი სევიმი განახორციელებენ. ხოლო სომხეთის მხარეს ეუთოს მონიტორინგს, ასევე, ორგანიზაციის ხელმძღვანელის დამხმარეები, ევგენი შაროვი, ჟირი აბერლე და პოლკოვნიკი მარკუს უიდმერი. 

 

აზერბაიჯანსა და სომხეთის შორის მთიანი ყარაბაღის კონფლიქტი 1988 წელს დაიწყო. აზერბაიჯანი მიიჩნევს, რომ მთიანი ყარაბაღი და შვიდი მიმდებარე რაიონი, აზერბაიჯანის 20%, სომხეთის შეიარაღებული ძალების ოკუპაციაშია, რასაც კატეგორიულად უარყოფს სომხეთი.

 

1994 წელს მხარეებმა  ხელი მოაწერეს ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმს, მაგრამ დღემდე წარუმატებელად მიიჩნევა საერთაშორისო ორგანიზაციების ეგიდით წარმოებული მოლაპარაკებები ამ ორ ქვეყანას შორის.

 

 ორივე მხარე გამუდმებით ერთმანეთს ადანაშაულებს ცეცხლის შეწყვეტის შესახებ რეჟიმის დარღვევაში. 


მასალა მომზადებულია პროექტ “სამხრეთ კავკასიის ამბების” ფარგლებში ჰაინრიჰ ბიოლის ფონდის მხარდაჭერით. პროექტის ფარგლებში მომზადებული ტექსტები შეიცავს იმ ტერმინოლოგიას, რომელიც აფხაზეთის, სამხრეთ ოსეთის და მთიანი ყარაბაღის თვითაღიარებულ რესპუბლიკებში გამოიყენება. მასალებში გამოთქმული მოსაზრებები შესაძლოა არ ემთხვეოდეს ჰაინრიჰ ბიოლის ფონდის და ნეტგაზეთის პოზიციას.
   


ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ნეტგაზეთი