დავით უსუფაშვილი ბიძინა ივანიშვილის იმ განცხადებას გამოეხმაურა, რომლის თანახმად, “ორი-სამი ადამიანი, თავს ექსპერტს რომ უწოდებს და რეალურად ელემენტარული ანალიზის უნარი არ აქვთ, მიეტმასნენ მარგველაშვილს (ადრე მთავრობაში იყვნენ და იქ თავიანთი ადგილი ვერ იპოვეს). თითქოს პრეზიდენტის ინსტიტუტის გამაგრებას ცდილობენ”. უსუფაშვილმა აღნიშნა, რომ არც მას, არც ბიძინა ივანიშვილს და არც ირაკლი ღარიბაშვილს არ სჯერა, რომ მარგველაშვილი “ოცნების” წინააღმდეგ თამაშობს:
“მე არ მგონია, განსხვავებული პოზიცია მქონდეს ღარიბაშვილთან, ივანიშვილთან ან ვინმე სხვასთან იმ ნაწილში, რომ გიორგი მარგველაშვილი არის შეკრული “ნაციონალურ მოძრაობის” წევრებთან და რაღაც თამაშს თამაშობს “ოცნების წინააღმდეგ”. ამის არავის სჯერა და ეს არ გამიგია მე.” გიორგი მარგველაშვილის ღირებულებით სისტემაში, მის განზრახვებში ქვეყანასთან მიმართებაში არც ერთი წლის წინ მეპარებოდა ეჭვი, არც ოცი წლის წინ და არც ახლა მეპარება. თუ პრეიზდენტი ვეტოს ადებს კანონპროექტს, რომელიც მთავრობის ინიცირებულია და პარლამენტმა მიიღო, ეს ნიშნავს, რომ პრეზიდენტი პარლამენტს და მთავრობას უპირისპირდება? ასეთი მარტივი დასკვნები სწორი არ არის და საქმეებს სიღრმეში უნდა ჩავუღრმავდეთ. თუ პრეზიდენტი ვეტოს იყენებს და მიგვითითებს ისეთ თემაზე, შეცდომაზე, რა გამოგვრჩა და ა.შ. ეს არის მისი ფუნქცია, მაგრამ თუ უმიზეზოდ ადებს ვეტოს ცხელ გულზე, რა თქმა უნდა, ეს არასწორია.”
პარლამენტის სპიეკრი მიიჩნევს, რომ საქართველოსთვის ყველაზე მისაღები მმართველობის ფორმა კლასიკური საპარლამენტო მოდელია:
“კლასიკურ საპარლამენტო მოდელში სასურველი არ არის პრეზიდენტის პირდაპირი წესით არჩევა.”