ახალი ამბები

პარლამენტმა მოსამართლეების არჩევის წესთან დაკავშირებით კობახიძის პროექტს მხარი დაუჭირა

20 მარტი, 2019 • 1541
პარლამენტმა მოსამართლეების არჩევის წესთან დაკავშირებით კობახიძის პროექტს მხარი დაუჭირა

პარლამენტმა საპარლამენტო უმრავლესობის მიერ მომზადებული კანონპროექტი “საერთო სასამართლოების შესახებ” 89 ხმით, 31-ის წინააღმდეგ, პირველი მოსმენით დაამტკიცა.

ირაკლი კობახიძისა და უმრავლესობის ექვსი დეპუტატის მიერ ინიცირებული ორგანული კანონის პროექტი არეგულირებს უზენაესი სასამართლოს მოსამართლის თანამდებობაზე ასარჩევად საქართველოს პარლამენტისთვის წარსადგენი კანდიდატების შერჩევის წესთან და უზენაესი სასამართლოს მოსამართლის თანამდებობაზე ასარჩევად საქართველოს პარლამენტისთვის წარსადგენი კანდიდატების შესახებ ინფორმაციის მოძიებასთან დაკავშირებულ საკითხებს.

კანონპროექტი პარლამენტის თავმჯდომარის კაბინეტმა მოამზადა, ხოლო ინიციატორები არიან ირაკლი კობახიძე, არჩილ თალაკვაძე, მამუკა მდინარაძე, ანრი ოხანაშვილი, გიორგი კახიანი, დავით მათიკაშვილი და გურამ მაჭარაშვილი.

საპარლამენტო უმრავლესობის წევრების მიერ მომზადებულ კანონპროექტს ეწინააღმდეგებიან საპარლამენტო ოპოზიციის წარმომადგენლები, მათ შორის, “ქართული ოცნებიდან” გასული დეპუტატები. მოსამართლეთა არჩევის წესთან დაკავშირებით პარლამენტში კიდევ ორი ალტერნატიული პროექტია წარდგენილი: ეკა ბესელიას და 12 დეპუტატის მიერ მომზადებული კანონპროექტი და “ევროპული საქართველოს” მიერ მომზადებული პროექტი. “ევროპული საქართველოს” ინიციატივას კი, “საერთო სასამართლოების შესახებ” საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილების შესახებ, პარლამენტმა 24 ხმით, 42 წინააღმდეგ მხარი არ დაუჭირა.

ამავე თემაზე:

პარლამენტი უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა შერჩევის 3 სხვადასხვა კანონპროექტს განიხილავს

 

მასალების გადაბეჭდვის წესი