ახალი ამბებისამხრეთ კავკასიის ამბები

ცხინვალში სამშობლოს ღალატისთვის დაკავებულ ძმებს პატიმრობა გაუგრძელეს

13 სექტემბერი, 2014 • • 1117
ცხინვალში სამშობლოს ღალატისთვის დაკავებულ ძმებს პატიმრობა გაუგრძელეს

შემდეგი სასამართლო სხდომა 12 ნოემბერს დაინიშნა. 

 

ბატირ ფუხაევი და მისი ძმა, სამხრეთ ოსეთის პარლამენტის ყოფილი დეპუტატი, იგორ ფუხაევი თბილისთან თანამშრომლობაში არიან ეჭვმიტანილი. ისინი 14 ივლისს ორი თვით დააპატიმრეს. პროტესტის ნიშნად ბატირ ფუხაევმა შიმშილობა გამოაცხადა და ჰოსპიტალიზაციაზე უარი თქვა. 11 აგვისტოს ძმებმა სამართებლით თვითდაზიანებები მიიყენეს, ექიმებმა მათ აუცლებელი დახმარება გაუწიეს. იმავე დღეს ისინი დაკავების იზოლატორში გადაიყვანეს. 


დაკავებულ ძმებთან დაკავშრებით ივლისში განცხადება სამხრეთ ოსეთის ადმინისტრაციამაც გააკეთა  და საქართველოს სახალხო დამცველის აპარატს, არასამთავრობო და საერთაშორისო ორგანიზაციებს მოუწოდა მაქსიმალური ძალისხმევა გაიღონ და ხელი შეუწყონ იგორ და ბატირ ფუხაევების გათავისუფლებას. 

 

ფუხაევები არიან ეჭვმიტანილი სამშობლოს ღალატსა და საქართველოს ხელისუფლების მიერ შექმნილი სამხრეთ ოსეთის ადმინისტრაციასთან თანამშრომლობაში, რომელსაც ხელმძღვანელობს დიმიტრი სანაკოევი. 

 

სამხრეთ ოსეთში ამ სტრუქტურის საქმიანობა მიიჩნევა უკანონოდ და მიმართულია საკონსტიტუციო წყობის წინააღმდეგ. 

 

ფუხაევები დაკავებას პოლიტიკურად მოტივირებულს უწოდებენ.


მასალა მომზადებულია პროექტ “სამხრეთ კავკასიის ამბების” ფარგლებში ჰაინრიჰ ბიოლის ფონდის მხარდაჭერით. პროექტის ფარგლებში მომზადებული ტექსტები შეიცავს იმ ტერმინოლოგიას, რომელიც აფხაზეთის, სამხრეთ ოსეთის და მთიანი ყარაბაღის თვითაღიარებულ რესპუბლიკებში გამოიყენება. მასალებში გამოთქმული მოსაზრებები შესაძლოა არ ემთხვეოდეს ჰაინრიჰ ბიოლის ფონდის და ნეტგაზეთის პოზიციას.
   


მასალების გადაბეჭდვის წესი