პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი აცხადებს, რომ ზაზა სარალიძისა და მალხაზ მაჩალიკაშვილის საქმეებს “ერთ დონეზე არ დააყენებდა”. ამის შესახებ მან ტვ პირველის ეთერში განაცხადა.
“ორი სხვადასხვა საკითხია”, – თქვა მან.
კითხვაზე, რის მიხედვით ყოფს ის ამ ორ საქმეს, ზურაბიშვილმა თქვა, რომ არ სურს პასუხი.
“ვიცი, რის მიხედვით და ეს სხვა საკითხია”, – განაცხადა პრეზიდენტმა.
“სარალიძის, როგორც მამის, გვერდით სრულიად ვარ და ამიტომ ვიყავი ხორავას კომისიაში, მაგრამ როგორც კი საპრეზიდენტო კანდიდატი გავხდი, მე ვთქვი, რომ აქედან უნდა გამოვიდე. ამ ყველაფერმა პოლიტიკური სახე მიიღო”, – განაცხადა მან.
ინგა გრიგოლიას კითხვას, ძველი გახმაურებული საქმეებიც პოლიტიკური იყო, თუმცა ის ოპოზიციოერნის რანგში აქტიურობდა, მან ასე უპასუხა.
“ძველი დროის ამბებში ვიყავი ოპოზიციოერი პოლიტიკოსი. ახლა ვარ სახელმწიფო მოღვაწე”, – აღნიშნა პრეზიდენტმა.