დავით დარჩიაშვილის თქმით, პრეზიდენტის ინსტიტუტის “მიჯირყვნის” მსურველმა გუნდმა საქმეში “ბალისტიკური რაკეტა”, “პირველი მოქალაქე” ბიძინა ივანიშვილი ჩართო:
“პრეზიდენტმა განაცხადა, რომ მისი ვიზიტი მიზანმიმართულად არის ჩაშლილი და ეს პოლიტიკურ სკანდალს ნიშნავს, რადგან საუბარი არის სახელმიწოფს პირველ პირზე. ამავდროულად ეს ნიშნავს სახელისუფლებო კრიზისს იმიტომ, რომ შტოებს შორის არის ისეთი ურთიერთობა, რასაც ნაწილობრივ ჟარგონზე შეიძლება დავარქვათ შემდეგი: “პრეზიდენტი პლენშია.”
პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა ვიზიტის ჩაშლის თაობაზე დღეს განაცხადა.
“ჩემი ვიზიტის დროს ვერ განხორციელდებოდა ის სამუშაო რომელიც მას უნდა განეხორციელებინა”, – განაცხადა მარგველაშვილმა და დააამატა, რომ ვიზიტის ჩაშლის შესახებ ინფორმაცია დღეს დილით მიიღო.








