ახალი ამბები

პრემიერ-მინისტრი: ჩემი დელეგაცია გაემგზავრება გაეროს სამიტზე

10 სექტემბერი, 2014 • 1021
პრემიერ-მინისტრი: ჩემი დელეგაცია გაემგზავრება გაეროს სამიტზე

“სჯობს, რომ საქმეებზე ვიფიქროთ. ვიფიქროთ კანიონზე, ვიფიქროთ განვითარებაზე, ეკონომიკაზე და ასე შემდეგ. რაც შეეხება მაგ საკითხს, ალბათ გაარკვევენ. მე იმედი მაქვს, რომ ყველაფერი კარგად იქნება. ჩემი დელეგაცია გაემგზავრება აღნიშნულ სამიტზე”.


ჟურნალისტის კითხვაზე, საქართველო იქნება თუ არა წარმოდგენილი ორი დელეგაციით, ღარიბაშვილი პასუხობს


“მე არ ვიცი, მე არ მაქვს ინფორმაცია ამის თაობაზე”.


გაეროს კლიმატის სამიტი ნიუ იორკში ამა წლის 23 სექტემბერს გაიმართება.  მთავრობა თვლის, რომ სამიტს პრემიერი უნდა დაესწროს, რადგან გაეროს გენერალურ ასამბლეაზე ქვეყნის დელეგაციას ის წარმოადგენს, პრეზიდენტის ადმინისტრაცია კი აცხადებს, რომ გიორგი მარგველაშვილმა გენერალური მდივნისაგან მიწევევა მიიღო ასამბლეის ფარგლებში დაგეგმილ კლიმატის სამიტზე. საგარეო საქმეთა მინისტრ  მაია ფანჯიკიძის განცხადებით, ნიუ იორკში ორი დელეგაციის გამგზავრება უხერხულია, ამიტომ ამ ღონისძიებასაც პრემიერი უნდა დაესწროს.


8 სექტემბერს ამ საკითხზე მიმდინარე დისკუსია გამოეხმაურნენ საპარლამენტო უმრავლესობის წევრები. გია ვოლსკიმ და ვიკა დოლიძემ მთავრობის პოზიცია გაიზიარეს, ხოლო თედო ჯაფარიძის აზრით, მხარეებმა შეთანხმება მოლაპარაკებების შედეგად უნდა შეძლონ.

 

9 სექტემბერს რუსთავი 2-ზე, გადაცემა “არჩევანში” საგარეო საქმეთა მინისტრისა და პრემიერის განცხადებების საპასუხოდ გიორგი მარგველაშვილმა განაცხადა, რომ საქართველოს პრეზიდენტი წავა სამიტზე, ხოლო ირაკლი ღარიბაშვილს ეფექტური ვიზიტი უსურვა.

მასალების გადაბეჭდვის წესი