“ბოლო დროს შექმნილ კრიმნოგენულ ვითარებას მთავრობა ვერ აკონტროლებს, რის გამოც საზოგადოების უკმაყოფილება იზრდება და შესაბამის განცხადებებს ვაკეთებთ არ ამხოლოდ ჩვენ, არამედ სამოქალაქო საზოგადოებაც და მედიაც აქტიურად აშუქებს ამ ყველაფერს. ჩვენ ვეხმარებით მთავრობას, რომ დროზე მოეგოს გონს და ამ მიმართულებით პოლიტიკა შეცვალოს, რათა ქვეყნის მართვის სადავეები საბოლოოდ არ გაექცეს. მე ვფიქრობ, რომ ეს განცხადება ამ თემების გადასაფარად იყო გაკეთებული, უბრალოდ ბატონი ჭიკაიძე არ არის გამოცდილი პოლიტიკოსი, რომ უფრო დახვეწილად გააკეთოს ეს. ამიტომ მას ბავშვობიდან ზღაპრები ახსენდება ხოლმე სხვადასხვა მოვლენის შესახებ და საუბრობს საბურავებზე და ასე შემდეგ. არასერიოზულიც კია ამის განხილვა. მან ადრეც გააკეთა განცხადება საბურავების შესახებ, სადაც საერთოდ აურია [მოვლენები]. არსებობენ ადამიანები, რომლებიც სტერილურად ამჟღავენებენ იმ აზრს, რომელიც მათ ირგვლილვ არის. ჭიკაიძის იმ განცხადების დროს ძალიან საინტერესოდ გამომჟღავნდა ჩვენი მთავრობის დამოკიდებულება უკრაინის მოვლენების მიმართ. სხვები დაფარვას ახერხებენ, ჭიკაიძემ ვერ დაფარა და მაშინ ევრომაიდანი ნეგატიურ მოვლენად შეაფასა. როგორც ჩანს, მათ გარკვეული იდენტობა აკავშირებთ იანუკოვიჩის მთავრობასთან”, – ამბობს დეპუტატი რატიანი.

ალექსანდრე ჭიკაიძემ “ალიასთვის” მიცემულ ინტერვიუში განაცხადა, რომ მისი ინფორმაციით, ექს-პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა თურქთში, ასევე, კიევში გამართულ შეხვედრებზე პარტიის წევრებსა და ზოგიერთი არასამთავრობოს წარმომადგენლებს 500-კაციანი მობილური ჯგუფის შექმნის დავალება მისცა, რომლის უმთავრესი დანიშნულებაც დესტაბილიზაციის და ქაოისს შექმნა იქნება.

შეხვედრას, რომლის შესახებაც ჭიკაიძე საუბრობს თურქეთში, რატიანიც ესწრებოდა. იგი ჭიკაიძის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას უარყოფს და აცხადებს, რომ ექს-პრეზიდენტთან ძირითადად უკრაინის მოვლენებსა და რეგიონში არსებულ გამოწვევებზე ისაუბრეს. განიხილეს საქართველოში შექმნილი ვითარებაც, თუმცა არა დეტალურად.

Leave a comment

Your email address will not be published. Required fields are marked *