ახალი ამბები

სალაძე: მთავრობამ უნდა დასახოს გეგმა აშშ-ის ანგარიშში ნახსენები პრობლემების მოსაგვარებლად

14 მარტი, 2019 • 850
სალაძე: მთავრობამ უნდა დასახოს გეგმა აშშ-ის ანგარიშში ნახსენები პრობლემების მოსაგვარებლად

“საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის” (საია) თავმჯდომარე სულხან სალაძე აცხადებს, რომ აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშის შემდეგ ხელისუფლებამ კონკრეტული გეგმა უნდა დასახოს ანგარიშში დასახელებული პორბლემების მოსაგვარებლად:

“როდესაც ხელისუფლება საუბრობს, რომ სამოქალაქო სექტორი დაკავშირებულია რომელიმე პოლიტიკურ ჯგუფთან და მას აქვს პოლიტიკური მოტივაცია, ხელისუფლება ვერ ისაუბრებს სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშში მოყვანილი პრობლემების და გამოწვევების ნახვის შემდეგ იმავეზე. პირიქით, ხელისუფლებამ უნდა დასახოს კონკრეტული გეგმა, როგორ და რა ფორმით შეიძლება ამ პრობლემების მოგვარება.

როდესაც წლებია ვსაუბრობთ სასამართლოში არსებულ პრობლემებზე, მედიის მიმართულებით არსებულ მნიშვნელოვან გამოწვევებზე, არჩევნებთან დაკავშირებულ საკითხებზე, რაც ყველამ ვნახეთ ბოლო საპრეზიდენტო არჩევნებზე. ეს არის მხოლოდ მცირე ჩამონათვალი იმ პრობლემებისა, რაზეც მუდმივად გვიწევს საუბარი ხელისუფლებასთან მედიის საშუალებით. თუმცა ხელისუფლება ყოველთვის მიუთითებს, რომ ეს არის ჩვენი პოლიტიკური დღის წესრიგის ნაწილი და არა რეალურ პრობლემებზე საუბარი”, – ამბობს სულხან სალაძე.

სახელმწიფო დეპარტამენტის (აღმასრულებელი ხელისუფლების ორგანო, რომელიც ქვეყნისთვის საგარეო საქმეთა სამინისტროს ფუნქციებს ასრულებს) ანგარიშში, რომელიც 13 მარტს გამოქვეყნდა, საქართველოს შესახებ სხვადასხვა საკითხი კრიტიკულადაა შეფასებული, მათ შორის მაჩალიკაშვილი-სარალიძის, აფგან მუხთარლის, არჩილ ტატუნაშვილის საქმეები; ასევე, ზეწოლა სასამართლოზე, პლურალიზმის შემცირება, ელიტური კორუფცია და ა.შ.

ამ თემაზე წაიკითხეთ:

პლურალიზმის შემცირება, იბერია და საზმაუ – მედია აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშში

მაჩალიკაშვილისა და ხორავას ქუჩის საქმის კრიტიკული შეფასება სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშში

სასამართლოზე ზეწოლა და “მოსამართლეთა კლანი” სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშში

მასალების გადაბეჭდვის წესი