“საზოგადოების განცდა, რომ მას ჰქონდეს უსაფრთხოების შეგრძნება და მეორე მხრივ, პრევენციული ღონისძიებები, რაც სხვადასხვა ტიპის საპოლიციო კონტროლის განხორციელებას გულისხმობს, ეს ყველაფერი კანონის სრული დაცვით უნდა განხორციელდეს. ეს ქმედებები ემსახურება იმ მიზანს, რომ ჩვენი მოქალაქეები უსაფრთხოდ გრძნობდნენ თავს, ჩვენს მოქალაქეებს არ ჰქონდეთ იმის შეგრძნება, რომ საზოგადოება მიტოვებულია თვითნებური პროცესების ანაბარა,”– აღნიშნა ბესელიამ.
დეპუტატი მზაობას გამოთქვამს, რომ პოლიციის მიერ ძალის გადამეტების ნებისმიერ ფაქტზე მოახდინოს რეაგირება:
“მზად ვარ ყველა ამ ფაქტზე მოვისმინო ინფორმაცია, შევისწავლო და რეაგირება მოვახდინოთ. გადაცდომის გარეშე არაფერი ხდება და იმის თქმა, რომ იდეალურია ყველაფერი, ძალიან არასერიოზული იქნება ჩემი მხრიდან. სადაც გადაცდომები იყო და მოქალაქეების უფლებები დაირღვა, ეს ფაქტები უნდა იყოს შესწავლილი. მე მზად ვარ ასეთი ფაქტების განხილვაში ჩავერთო და რეაგირება მოვადინოთ იმისთვის, რომ თითოეულმა პოლიციელმა, რომელსაც ჩვენი მოქალაქეების სიცოცხლის და უსაფრთხოების დაცვა ავალია, თავისი მოვალეობა მოქალაქეების კონსტიტუციური უფლებების დაცვით შეასრულოს. გადაცდომის გარეშე არაფერი ხდება, მაგრამ ჩვენ არ გვყავს ხელისუფლება, რომელიც თავის მოქალაქეებს კლავს, სპეცოპერაციებს ატარებს, ჩახოცავს, მერე იარაღებს ჩაუდებს და ათას სისაძაგლეს სჩადის. “
ბოლო დღეების განმავლობაში სოციალურ ქსელ “ფეისბუქში” არერთმა მომხმარებელმა დაწერა პოლიციის მიერ მოქალაქეების შემოწმების და ჩხრეკის შესახებ. შსს-ში აცხადებენ, რომ მოქალაქეებს პოლიციის შესახებ კანონის 22-ე და 24-ე მუხლების საფუძველზე ამოწმებენ.
