ამის შესახებ ჯაფარიძემ დღეს, პარლამენტის ბიუროს სხდომაზე განაცხადა.
ჯაფარიძის განცახდებით, ირანის პარლამენტში გამართულ შეხვედრებზე საუბარი შეეხო ორმხრივ ურთიერთობებს, რეგიონში მიმდინარე მოვლენებს, ურთიერთობებს რუსეთთან.
“იყო რთული და ხისტი შეხვედრა ირანის უშიშროების საბჭოს ხელმძღვანელის მოადგილესთან. შეხვედრა დიდ პოლემიკაში არ გადაზრდილა, მაგრამ ყველაფერი შეგვახსენეს და არც ჩვენ დავრჩით ვალში. შეგვახსენეს ისიც, რომ ჩვენ თავის დროზე – რაც არ ვიცოდი – ირანელი მეცნიერი დავაკავეთ, რომელიც ამერიკელებს გადავეცით და შემდეგ ამერიკელებმა დააბრუნეს”, – განაცხადა თედო ჯაფარიძემ.
თედო ჯაფარიძემ მეცნიერის დაკავების შესახებ დამატებითი დეტალები არ გაასაჯაროვა. მისი თქმით, დელეგაცია ირანში მომზადებული ჩავიდა:
“დელეგაცია მომზადებული ჩავიდა. ირანული მხარე კონკრეტული იდეებით, კონკრეტული ეკონომიკური წინადადებებით, მოსაზრებებითა და პროექტებით დაინტერესდა. მინდა გითხრათ, რომ ამ მხრივ, ჩვენი მცდელობების მიუხედავად, ვერ შევძელით მოგვეპოვებინა სათანადო ინფორმაცია იმ უწყებებიდან, რომლებიც უშუალოდ ამ საკითხებით არიან დაკავებულნი. კარგი იქნება, თუკი შემდეგი ვიზიტების დროს პარლამენტის წევრები ამ ქვეყანაში სათანადოდ აღჭურვილნი წავლენ, რადგან მათ არა მხოლოდ საპარლამენტო ურთიერთობებზე ექნებათ საუბარი, არამედ თემებზე, რომელიც ვაჭრობას, ეკონომიკას, კონკრეტულ პროექტებს, ენერგოუსაფთხოებას და ასე შემდეგ საკითხებს ეხება”– განაცხადა ჯაფარიძემ.
2014 წლის დეკემბერში ირანში ჩასვლას პარლამენტის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილი აპირებს.
ირანში საქართველოს პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე თედო ჯაფარიძე და დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტის ხელმძღვანელი გუბაზ სანიკიძე იმყოფებოდნენ.
ამავე ინფორმაციის თანახმად, ქართულმა მხარემ არდებილი აშშ-ს გადასცა.
