ახალი ამბები

თვითმფრინავში ასულ მგზავრს ბავშვი აეროპორტში დარჩა, რის გამოც თვითმფრინავი უკან მიბრუნდა

12 მარტი, 2019 •
თვითმფრინავში ასულ მგზავრს ბავშვი აეროპორტში დარჩა, რის გამოც თვითმფრინავი უკან მიბრუნდა

უჩვეულო შემთხვევა მოხდა საუდის არაბეთში – საუდის არაბეთის ავიახაზების თვითმფრინავი Boeing 787-9 ასაფრენად ემზადებოდა, როდესაც პილოტმა გეითთან დაბრუნება ითხოვა. მიზეზი გახდა მგზავრი, რომელსაც მცირეწლოვანი შვილი აეროპორტში, ჩასხდომის დარბაზში დარჩა.

შემთხვევა 10 მარტს საუდის არაბეთში, ჯედას საერთაშორისო აეროპორტში მოხდა. იუთუბზე გამოქვეყნდა ვიდეო, სადაც ისმის, თუ როგორ ითხოვს პილოტი უკან დაბრუნებას.

“ერთ მგზავრს თავისი შვილი ტერმინალში დარჩა. მას ფრენის გაგრძელება არ სურს”, – ისმის პილოტის ხმა. თვითმფრინავის გეითთან დაბრუნებისთანავე ბავშვი მიუყვანეს დედას, რის შემდეგაც რეისი მცირე დაგვიანებით შესრულდა მალაიზიის მიმართულებით.

მასალების გადაბეჭდვის წესი