“ქართულმა ოცნებამ” GPB-ის ბორდის წევრობის კანდიდატად მიხეილ ჩიკვილაძე წარადგინა

საპარლამენტო უმრავლესობამ GPB-ის ბორდის წევრობის კანდიდატად 35-ე სკოლის დირექტორი მიხეილ ჩიკვილაძე წარადგინა.

საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს წევრის ვაკანტურ ადგილზე გამოცხადებულ ღია კონკურსში ცხრა კანდიდატი მონაწილეობდა: მალხაზ ასლამაზაშვილი​; დონარა შონავა​; მიხეილ ჩიკვილაძე; ზაალ ანჯაფარიძე; მიხეილ ჭიაურელი; მანანა ღოღობერიძე; ნინო მინდიაშვილი; ია მამალაძე და იოსებ ჭუმბურიძე. მათგან, კომისიამ მიხეილ ჩიკვილაძე, მანანა ღოღობერიძე და ნინო მინდიაშვილი შეარჩია, რომელთაგან საბოლოოდ მიხეილ ჩიკვილაძის კანდიტატურა შეარჩია.

საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს წევრის ვაკანტურ ადგილზე საქართველოს პარლამენტმა ღია კონკურსი 8 თებერვალს გამოაცხადა, ხოლო საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს წევრობის კანდიდატის შესარჩევი კომისიის შემადგენლობა კი 21 თებერვალს დაამტკიცა.

საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს წევრის თანამდებობა ვაკანტური მას შემდეგ გახდა, რაც ზაზა შათირიშვილმა პარლამენტს უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის თაობაზე განცხადებით 24 დეკემბერს მიმართა. ზაზა შათირიშვილი სამეურვეო საბჭოში საპარლამენტო უმრავლესობის კვოტით იყო არჩეული.

 

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი
მარიამ ბოგვერაძე არის "ნეტგაზეთის" რეპორტიორი 2016 წლიდან.