ახალი ამბები

ლევან იზორია: მკვლელობები ყველა ქვეყანაში ხდება

3 სექტემბერი, 2014 • • 1172
ლევან იზორია: მკვლელობები ყველა ქვეყანაში ხდება

ამ საკითხებზე განცხადებები ლევან იზორიამ შს სამინისტროში გამართულ სპეციალურ ბრიფინგზე გააკეთა: 

 

“ნაციონალური მოძრაობის”განცხადებები, რის გამოც ჭიკაიძის გადადგომას ითხოვენ, ყოველგვარ რელაურ საფუძველს არის მოკლებლი და მიზნად ისახავს ჩვენი სამინისტროს დისკრედიტაციას. სინამდვილეში მინდა ინფორმაცია მოგახსენოთ იმასთან დაკავშირებით, რომ ყველა მკვლელობა გახსნილია. ეს არის ერთი, და მეორე მინდა ვუთხრა საზოგადოებას, რომ არვითარი საფუძველი იმისთვის, რომ ვიფიქროთ, რომ კრიმინოგენური მდგომაეობა გაუარესებულია, არ არსებობს. ამისთვის მე მინდა მოვიხმო სტატისტიკა – კერძოდ, 2011 წლის აგვისტოში, სამწუხაროდ, ზუსტად იგივე რაოდენობა იყო –11, რაც გვაქვს 2014 წლის აგვისტოში. აქედან გამომდინარე ცალსახად შეიძლება ითქვას, რომ უწინ მათ გაშუქებას იშვიათად ჰქონდა ადგილი. დღეს თითქმის ყველა მკველლობა შუქდება და ამაში ჩვენი საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური იჩენს აქტიურობას და საზოგადოებას აწვდის ინფორმაციას. ჩვენი პრესსამსახური მომავალშიც გააგრძელებს ამას” – განაცხადა იზორიამ. 

 

კითხვაზე, რას აკეთებს შსს, რომ დანაშაულის პრევენცია მოხდეს, და რამდენად ეფექტურია უწყება დანაშაულთან ბრძოლაში? იზორია პასუხობს, რომ არანაირი საფუძველი არ არსებობს იმის თქმის, რომ ყურადღება მოდუნდა, მუშაობა მიმდინარეობს ორმაგი ენერგით:”ეს ყველა ქვეყანში ხდება, სამწუხაროდ. მინდა ასეც გითხრათ, უმრავლეს შემთხევაში ეს მკვლელობები ხდება მეგობრებს და ნათესავებს შორის და იშვიათ შემთხვევაში უცნობებს შორის. აქედან გამომდინარე იმის პრევენცია, რა მოხდება სუფრის შემდეგ ნათესავებს შორის, როგორც ეს ლილოში მოხდა, ამას ვერც ერთი პოლიციელი, რაც არ უნდა დახვეწილი იყოს ის და რაც არ უნდა სრულყოფილი იყოს მისი საქმანობა, პრევენციის კუთხით ვერ შეძლებს.”

 

იზორიას განცხადებით, სამწუხროდ, ასეთი ფაქტები მომავალშიც იქნება: “ჩვენ თქვენთან ერთად ვიქნებით მოწოდებიული და ენერგიას არ დავიშურებთ, რომ შევამციროთ მათი რაოდენობა. მთელი ამ სტატისტიკის განმავლობაში 2014 წლის ივნისში მხოლოდ ერთი მკვლელობა დაფიქსირდა. ეს სტატისტიკაც შედარებითია, ამის წინასწარ განსაზღვრა შეუძლებელია”.

 

რაც შეეხება იმას, იყო თუ არა ახალი ხელისუფლების პირობებში გამოცხადებული ამნისტია კრიმინალის ზრდის მიზეზი, იზორია ამ კითხვას ასე პასუხობს: “გეუბნებით პირდაპირ რიცხვებით, რომ არა. ეს რეალობა იყო 2011 , 2012 და 2013 წელსაც”. 

 

ლევან იზორია
ლევან იზორია

 

 

 

 

 

 

 

მასალების გადაბეჭდვის წესი