ახალი ამბები

იმ წერილს, დღესაც ხელს მოვაწერ – ხაზარაძე არჩევნების დროს გავრცელებულ წერილს

10 მარტი, 2019 • 1433
იმ წერილს, დღესაც ხელს მოვაწერ – ხაზარაძე არჩევნების დროს გავრცელებულ წერილს

გაზეთ “კვირის პალიტრისთვის” მიცემულ ინტერვიუში, რომლის ფრაგმენტსაც Ipn ავრცელებს, თიბისი ბანკის დამფუძნებელი მამუკა ხაზარაძე ამბობს, რომ 2018 წლის ნოემბერში გამოქვეყნებულ წერილს, რომელშიც რევანშიზმის საფრთხეზე საუბრობდა, “დღესაც ხელს მოაწერს”:

საინფორმაციო სააგენტოს ცნობით, ჟურნალისტის კითხვაზე, საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურის წინ განცხადების გავრცელებით მამუკა ხაზარაძემ მუქარის წერილის ერთ-ერთი პირობა შეასრულა, თუ მართლა გულწრფელად ფიქრობდა რევანშის საფრთხეზე, ბიზნესმენი პასუხობს, რომ ის აბსოლუტურად გულწრფელი იყო:

„იმ წერილში, რომელიც გამოვაქვეყნე, გულწრფელად ვთქვი, რომ არსებული სასამართლო სისტემა მიუღებელია, მიუხედავად იმისა, რომ ბიზნესმა რაღაცნაირად ამოისუნთქა. ასევე, გულწრფელად ვთქვი, რა გადამხდა „ნაციონალების“ დროს. ვამბობ, რომ დღეს რევანშის დრო არ არის, ის კაცი იქიდან ამბობს, ჩამოვალ და გაგაკულაკებთო. თუმცა, როგორც ჩანს, ეს წერილიც არ მოეწონათ“ – აცხადებს ხაზარაძე.

Ipn-ი წერს, რომ ჟურნალისტის კითხვაზე, თუ მუქარის წერილის ავტორმა ნახა, რომ მისი მოთხოვნის ერთ-ერთი პუნქტი შესრულდა, ხომ არ იფიქრებდა, რომ ხაზარაძე დანარჩენი პუნქტების შესრულებაზეც თანახმა იყო, ბიზნესმენი პასუხობს: „არ ვიცი ეს მათ უნდა ჰკითხოთ“:

„როგორც კი წავიკითხე წერილი, რომელიც მივიღე, იმ საღამოსვე დავწერე ზემოხსენებული განცხადება. მივხვდი, რომ არჩევანის წინაშე მაყენებდნენ და რაღაც უნდა გამეკეთებინა, დავწერე ის, რასაც ვფიქრობდი. რაც შეეხება სხვა მოთხოვნებს, არ გამივლია თავში, რომ რომელიმე ტელევიზიის საქმიანობაში ჩავრეულიყავი, მივსულიყავი ავთო წერეთელთან და მეთქვა, იცი, მე პრობლემები მაქვს პროკურატურასთან და ამიტომ შენზე ზეწოლა უნდა მოვახდინო-მეთქი. ეს ხომ წარმოუდგენელია?! რატომ იყვნენ ასე დარწმუნებული, რომ ამას გავაკეთებდი, არ ვიცი. ეტყობა, ეჭვობდნენ, რომ „ტვ პირველთან“ რაღაც კავშირი მაქვს“, – აცხადებს ხაზარაძე.

მამუკა ხაზარაძესთან ვრცელ ინტერვიუ „კვირის პალიტრის“ 11 მარტის ნომერში დაიბეჭდება.

ამავე თემაზე:

ლონდონში შეიძლება გაირკვეს, არის თუ არა წერილზე რაიმე ანაბეჭდი – ხაზარაძის ადვოკატი

მასალების გადაბეჭდვის წესი