ნეტგაზეთი | ჯექსონის ფანები ბრალდებებს ბანერებით პასუხობენ ჯექსონის ფანები ბრალდებებს ბანერებით პასუხობენ – Netgazeti

ჯექსონის ფანები ბრალდებებს ბანერებით პასუხობენ

მაიკლ ჯექსონის მხარდამჭერები გარდაცვლილი პოპ ვარსკვლავის შესახებ პედოფილიის ბრალდებებს ბანერებით პასუხობენ.

როგორც  CNN წერს, მომღერლის მხარდამჭერებმა ლონდონის ავტობუსებზე ბანერები გააკრეს წარწერით “ფაქტები, ადამიანებისგან განსხვავებით, არ იტყუება”.

ბანერები ლონდონში მას შემდეგ გამოჩნდა, რაც ბრიტანეთში დოკუმენტური ფილმის პრემიერა შედგა, რომელშიც ორი კაცი პოპის ლეგენდას მათზე ძალადობაში ადანაშაულებს.

“პოპის მამას”, მაიკლ ჯექსონს, რომელიც 2009 წელს დაიღუპა, პედოფილიაში სდებენ ბრალს.

ამერიკულ არხ HBO-ზე გასულ დოკუმენტურ ფილმში ორი კაცი — ვეიდ რობსონი და ჯეიმს სეიფჩუკი — ამბობს, რომ მაიკლ ჯექსონი მათზე წლების განმავლობაში ძალადობდა. როგორც გამოცემა Vox წერს, ამ დოკუმენტურმა ფილმმა შეიძლება,”სამუდამოდ შეცვალოს პოპის მეფის მემკვიდრეობა”.

 

ვრცლად ამ თემაზე წაიკითხეთ:

მაიკლ ჯექსონს პედოფილიაში სდებენ ბრალს

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი
მარიამ ბოგვერაძე არის "ნეტგაზეთის" რეპორტიორი 2016 წლიდან.