ახალი ამბები

ეთიოპიის ავიახაზების თვითმფრინავი, რომლის ბორტზეც 157 ადამიანი იყო, ჩამოვარდა

10 მარტი, 2019 • 1033
ეთიოპიის ავიახაზების თვითმფრინავი, რომლის ბორტზეც 157 ადამიანი იყო, ჩამოვარდა

ეთიოპიის ავიახაზების კუთვნილმა სამგზავრო თვითმფრინავმა, რომლის ბორტზეც 149 მგზავრი და ეკიპაჟის 8 წევრი იმყოფებოდა, კატასტროფა განიცადა.

თვითმფრინავი ადის-აბიბადან ნაირობიში მიფრინავდა, თუმცა ქალაქ ბიშოფტუს სიახლოვეს ჩამოვარდა.

ავიაკომპანიაში აცხადებენ, რომ ამ ეტაპზე სამაშველო სამუშაოები მიმდინარეობს და გადარჩენილების და ინციდენტის მიზეზებზე ინფორმაცა მოგვიანებით გავრცელდება.

როგორც “გარდიანი” წყაროზე დაყრდნობით წერს, თვითმფრინავი ადგილობრივი დროით 8:38 წუთზე აფრინდა და ხმელეთთან  კავშირი აფრენიდან 6 წუთში დაკარგა.

მასალების გადაბეჭდვის წესი