Vetements-ის გაზაფხული/ზაფხულის კოლექციის ახალი ჯინსის ქურთუკზე ქართველი პოეტების – შოთას, ვაჟა-ფშაველას და გალაკტიონის სახელები აწერია.
ქურთუკის ფასი 1 720 ფუნტია.
“ვეტმანის” ჯინსის ჟაკეტი ქართველი პოეტების სახელებით გაყიდვაშია. გაინტერესებთ, ვინ არიან ისინი?” – წერს “ვეტმანის” დამფუძნებელი დემნა გვასალია “ინსტაგრამზე” და აღნიშნავს, რომ შოთა რუსთაველი ოქროს ხანის პერიოდის სახელგანთქმული ქართველი პოეტია, “ვეფხისტყაოსნის” ავტორი, რომელმაც უდიდესი წვლილი შეიტანა ქართულ ლიტერატურაში;
დემნა გვასალია ასევე აღნიშნავს, რომ ვაჟა-ფშაველა უმაღლესი კალიბრის ავტორია ქართულ ლიტერატურაში, ხოლო გალაკტიონი მე-20 საუკუნის პოეტია, რომლის შემოქმედებამ ქართველი პოეტების მთელ თაობებზე წარუშლელი კვალი დატოვა.