ახალი ამბები

“ნაციონალური მოძრაობა” თბილისის ბიუჯეტისთვის 25 მლნ ლარის სესხის აღებას არ ეთანხმება

2 სექტემბერი, 2014 • • 906
“ნაციონალური მოძრაობა” თბილისის ბიუჯეტისთვის 25 მლნ ლარის სესხის აღებას არ ეთანხმება

საკრებულოს დღევანდელ სხდომაზე თბილისის მთავრობას დასამტკიცებლად შემოტანილი აქვს 25 მილიონი ლარის სესხის აღების საკითხი.

 

“შევახსენებთ თბილისის მერს, რომ ბიუჯეტი, რომელსაც ასე ერთხმად იწუნებს თბილისის მთავრობა, სწორედ “ქართული ოცნების”, მათ შორის თავის დროზე მისი სამინისტროს წარმომადგენლების მიერაა შედგენილი” – აცხედებენ “ნაციონალიური მოძრაობის” წევრები. 

 

მათ ამ საკითხზე თბილსის საკრებულოში პრესკონფერენცია გამართეს: 

 

“მიუხედავად “ქართული ოცნების” მიერ შედგენილ ბიუჯეტში არსებული მთელი რიგი ხარვეზებისა, ჩვენმა მთავრობამ 6 თვის ბიუჯეტი შემოსავლების ნაწილში გადაჭარბებით, 107% შეასრულა. შესაბამისად, აბსოლუტურად გაუგებარია, თუ რატომა გახდა საჭირო სესხის აღება და რატომ ვერ ასრულებს ,,ქართული ოცნება” მის მიერვე დაწერილი ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილს. ეს ნათელი დადასტურებაა, რომ ცენტრალური ხელისუფლების მიერ დედაქალაქისთვის 50-მილიონიანი ტრანსფერის ჩამოჭრა იყო სრულიად გაუმართლებელი და მავნებლური ქმედება. როგორც გახსოვთ, ნოდარ ხადურის ამ უპასუხისმგებლო ერთპიროვნულ გადაწყვეტილებას თავის დროზე მინისტრმა დავით ნარმანიამაც გულმხურვალედ დაუჭირა მხარი” – აცხადებენ “ნაციონალური მოძრაობის” წევრები. 

 

მათი თმით, ზემოხსენებული ფაქტი და სხვა მრავალი გარემოება ადასტურებს იმას, რომ დღიდან მოსვლისა ბატონ ნარმანიას მთავრობა, ცენტრალური ხელისუფლების დარად, ცდილობს მოგონილი მიზეზებით თავი აარიდოს საქმის კეთებას და იმ დაპირებების შესრულებას, რომლებიც ასე უხვად დაარიგა წინასაარჩევნო პერიოდში “ქართულმა ოცნებამ”.

თბილისის საკრებულო
თბილისის საკრებულო

მასალების გადაბეჭდვის წესი