“ნიუ იორკისთვის მომზადება გრძელდება. ის ინტენსიურ ფაზაშია და არავითარი ცვლილება ამ მიმართულებით არ განხორციელებულა. ჩვენ გვაქვს მოწვევა გაეროს გენერალური მდივნისგან და მას დავუდასტურეთ ეს ვიზიტი,” – აღნიშნა პრეზიდენტმა.

 

 მთავრობა თვლის, რომ ნიუ იორკში, 23 სექტემბრისთვის დაგეგმილ გაეროს კლიმატის სამიტს პრემიერი უნდა დაესწროს, რადგან გაეროს გენერალურ ასამბლეაზე ქვეყნის დელეგაციას ის წარმოადგენს, პრეზიდენტის ადმინისტრაცია კი აცხადებს, რომ გიორგი მარგველაშვილმა გენერალური მდივნისაგან მიწევევა მიიღო ასამბლეის ფარგლებში დაგეგმილ კლიმატის სამიტზე. საგარეო საქმეთა მინისტრ  მაია ფანჯიკიძის განცხადებით, ნიუ იორკში ორი დელეგაციის გამგზავრება უხერხულია, ამიტომ ამ ღონისძიებასაც პრემიერი უნდა დაესწროს.

Leave a comment

Your email address will not be published. Required fields are marked *