ახალი ამბები

რასმუსენი: სამხედრო წვრთნების ორგანიზება შეიძლება მოხდეს საქართველოში

1 სექტემბერი, 2014 • • 1044
რასმუსენი: სამხედრო წვრთნების ორგანიზება შეიძლება მოხდეს საქართველოში

ანდერს ფოგ რასმუსენის თქმით, ახალი პაკეტი საქართველოს უფრო დაახლოებს ნატოსთან:

 

“ჩვენ შევქმნით თავდაცვის სპეციალურ მისიას საქართველოში, რომელიც კონცენტრირებული იქნება თავდაცვის სამინისტროზე და საქართველოს რეფორმების გატარებაში დავეხმარებით, ასევე დავეხმარებით თავდაცვისა და უსაფრთხოების სექტორის მოდერნიზებაში. ჩვენ გავაძლიერებთ ძალისხმევას, რომ გავაუმჯობესოთ საქართველოს შეიარაღებული ძალების უნარი იმოქმედონ ნატოს ძალებთან ერთად, ამას განვახორციელებთ, მათ შორის  საქართველოს უფრო მეტი მონაწილეობით ნატოს წვრთნებში. დროდადრო სამხედრო წვრთნების ორგანიზება შეიძლება მოხდეს საქართველოში იმ მიზნით, რომ ნატოს პარტნიორები ჩავრთოთ ამ წვრთნებში.  ასევე განვიხილავთ სამხედრო-საწრთვნელი ცენტრის ჩამოყალიბებას საქართველოში და ასევე ვაპირებთ გავაძლიეროთ ნატოს სამეკავშირეო ოფისი საქართველოში.”

 

მასალების გადაბეჭდვის წესი