ახალი ამბები

დაჩი დარჩიას მკვლელობაში ბრალდებულს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა

1 სექტემბერი, 2014 • • 967
დაჩი დარჩიას მკვლელობაში ბრალდებულს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა

მკვლელობა მეტრო “ავლაბრის” მიმდებარე სკვერში 30 აგვისტოს ღამით მოხდა. დაჩი დარჩია დანით მიყენებული ჭრილობებისგან გარდაიცვალა. 

 

დარჩიას მკვლელობაში ბრალდებულის ადვიკატის ხათუნა ხურცილავას განცახდებით, მისი დაცვის ქვეშ მყოფი აფექტის მდგომარეობაში იყო: “მთელი პასუხისმგებლობით ვაცხადებ, რომ ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი “სკაი ბარში” არ ყოფილა. ვაზუსტებ, რომ სკვერში იყო მარტო, როცა დარჩია გამოელაპარაკა მას. მისი ჩვენებით და გადმოცემით, აშკარაა, რომ ის იყო აფექტის მდგომარეობაში. მას არ ახსოვს განვითარებული მოვლენები, რომელიც მოწმეების ჩვენებით გახდა ცნობილი.”  

 

პროკურორი ლაშა ცხვიტაიას განცხადებით, სასამართლომ პროკურატურის შუამდგომლება სრულად დააკმაყოფილა: “ჩვენი შუამდგომლობა იყო დაკმაყოფილებული, რაც სრულად გაიზიარა სასამართლომ და ბრალდებულის მიმართ აღმკვეთი ღონისძიების სახით გამოიყენა პატიმრობა. სხვა პირი აღნიშნულ ქმედებაში არ ფიგურირებს და იკვეთება მხოლოდ ბრალდებულის პასუხისმგებლობა.”   

 

შსს–ს ინფორმაციით, განზრახ მკვლელობის ბრალდებით 1994 წელს დაბადებული, წარსულში ნასამართლევი მიხეილ გ.  დაკავებულია.

 

“გამოძიებამ დაადგინა, რომ 30 აგვისტოს, ღამით, ავლაბრის მოედნის მიმდებარე ტერიტორიაზე ურთიერთშელაპარაკებისას დანით მრავლობითი ჭრილობა მიაყენა 1979 წელს დაბადებულ დაჩი დ-ს, რომელიც ინგოროყვას სახელობის კლინიკაში მიყვანის შემდეგ რამდენიმე საათში გარდაიცვალა. სამართალდამცველებმა მიხეილ გ. შემთხვევის ადგილზე დააკავეს. დანაშაულის ჩადენის იარაღი – დანა ნივთმტკიცებად ამოიღეს. დაკავებული აღიარებს ჩადენილ დანაშაულს”,- ნათქვამია შსს-ს ინფორმაციაში. 

მასალების გადაბეჭდვის წესი