ახალი ამბები

ჭიკაიძე მესტიის ინციდენტზე: წინასწარი კომენტარის გაკეთება ჩემგან ცოტა უპრიანი იქნება

1 სექტემბერი, 2014 • • 1036
ჭიკაიძე მესტიის ინციდენტზე:  წინასწარი კომენტარის გაკეთება ჩემგან ცოტა უპრიანი იქნება

“გამოძიება დაწყებულია აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით. წინასწარ კომენტრის გაკეთება ჩემგან ცოტა უპრიანი იქნება. დაველოდოთ გამოძიების შედეგებს და დამნაშავე პირები აუცილებლად დაისჯებიან” – განუცახადა ჭიკაიძემ ჟურნალისტებს.    

 

მესტიაში მომხდარ ფაქტზე აღძრულია სისხლის სამართლის საქმე და მას სამეგრელო-ზემო სვანეთის საოლქო პროკურატურა იძიებს

 

როგორც “ნეტგაზეთს” შსს პრესსმსახურში განუცხადეს, 30 აგვისტოს მესტიაში მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით გენერალურმა ინსპექციამ სამსახურებრივი მოკვლევა გუშინვე დაიწყო. ღამითვე მოხდა ინციდენტში მონაწილე ყველა პირის გამოკითხვა.

 

ინფორმაცია მესტიაში მომხდარი ინციდენტის შესახებ 31 აგვისტოს “ტაბულამ” გაავრცელა. 

 

მესტიის პოლიციის უფროსმა და მისმა მოადგილემ განყოფილების ინსპექტორ-გამომძიებელი რომან ყორშია სცემეს. ინციდენტის თვითმხილველმა ზვიად ჭანტურიამ “ტაბულასთან” საუბრისას დაადასტურა, რომ მას შემდეგ, რაც მესტიის პოლიციის უფროსმა და მისმა მოადგილემ ამავე განყოფილების თანამშრომელი ცემეს, უფროსის მოადგილე გიორგი ჯაფარიძე მას და დაშავებულ პოლიციელს ემუქრებოდა.

 

ინფორმაცია მესტიის ინციდენტის შესახებ 1 სექტემბერს ტელეკომპანია “რუსთავი 2” –მა მესტიის პოლიციის თანამშრომელ ზვიად ჭანტურიაზე დაყრდნობით გაავრცელა. ზვიად ჭანტურია ტელეკომპანიასთან სატელეფონო ინტერვიუში აცხადებს, რომ პირადად შეესწრო ფაქტს, როდესაც პოლიციის უფროსმა გიორგი მარსაღანიშვილმა და მისმა მოადგილემ გიორგი ჯაფარიძემ გამომძიებელ რომან ყორშიას დაარტყეს და წააქციეს. 

“ყორშიას დაზიანებები სახის არეში აქვს მიყენებული, მას ტუჩის არეში ნაკერი დაადეს და კლინიკა უკვე დატოვა” – აცხადებს   ჭანტურია. მისი თქმით, ინციდენტის დროს ხელი მასაც მოხვდა. 

 

“ნეტგაზეთის” კითხვას, პოლიციის უფროსი გიორგი სამარღანიშვილი და მისი მოადგილე გიორგი ჯაფარიძე მომხდარი ინციენტის შემდეგ ინარჩუნებენ თუ არა დაკავებულ თანამდებობას, შს სამინისტროში არ პასუხობენ: 

 

“ამ საკითხზე როცა გვექნება დამატებითი ინფორმაცია, გავავრცელებთ” – განსუცხადეს “ნეტგაზეთს” სამინისტროს პრესსამსახურში. 

 

 

 

 

 

მასალების გადაბეჭდვის წესი