სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს მიერ გამოცხადებულ საკომუნიკაციო მომსახურეობის ტენდერში მხოლოდ “ბილაინი” მონაწილეობს.
წინადადებების მიღება გუშინ, 6 მარტს დასრულდა და ტენდერში მონაწილეობის სურვილი მხოლოდ შპს “ვიონი საქართველომ” (ბრენდული სახელწოდებით “ბილაინი”) გამოთქვა.
შესყიდვის ობიექტს წარმოადგენს ფიჭური სატელეფონო მომსახურება სახელმწიფო სტრუქტურებში დასაქმებული 260 000 აბონენტისთვის.
ტენდერი ამჟამად შერჩევა-შეფასების ეტაპზეა, რომელიც უახლოეს დღეებში დასრულდება.
აღსანიშნავია, რომ ეს პირველი შემთხვევა არაა, როდესაც სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს მიერ გამოცხადებულ საკომუნიკაციო მომსახურეობის ტენდერში მხოლოდ “ბილაინი” მონაწილეობს. 2018-19 წლების მომსახურების შესყიდვის ტენდერში თავდაპირველად მხოლოდ “ბილაინი” მონაწილეობდა. თუმცა მას შემდეგ, რაც კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ მიიჩნია, რომ “ბილაინი” სახელმწიფო კონსოლიდირებულ ტენდერში გამარჯვებისთვის პირობებს ვერ აკმაყოფილებდა, ტენდერი ჩაიშალა.