მურმან დუმბაძემ ბრიფინგზე არჩილ ხაბაძეს მრავალგზის მოუწოდა გამბედაობისკენ: „მან თავი უნდა იგრძნოს ლიდერად, იყოს გაბედული და კონკურენტუნარიანი, ამით მოიგებს რეგიონი და არ პარლამენტის წევრი“.

 

ვიცე-სპიკერის თქმით, არჩილ ხაბაძეს კონსტიტუციით აქვს უფლება განახორციელოს საკადრო პოლიტიკა – მოხსნას და დანიშნოს რეგიონის თანამდებობის პირები.

 

მურმან დუმბაძე
მურმან დუმბაძე

 

 

რაც შეეხება უმაღლესის საბჭოს ერთ-ერთი დეპუტატის, ალექსანდრე ჩიტიშვილის მიერ ორი დღის წინ გაკეთებულ განცხადებას, არჩილ ხაბაძის მიერ მურმან დუმბაძის გუნდის წევრების თანამდებობიდან გათავისუფლების შესახებ, ვიცე-სპიკერმა თქვა, რომ ტერმინი „მურმან დუმბაძის გუნდი ჩემი მოფიქრებული არ არის“ და ეს ტერმინი ჟურნალისტებმა მოიგონეს. ხაბაძის მიერ ცოტა ხნის წინ გათავისუფლებულ თანამდებობის პირებთან დაკავშირებით კი თქვა, რომ ისინი ნამდვილად არია მისი დიდი ხნის თანამებრძოლები, მაგრამ „თუ ვინმე თვლის, რომ უსამართლოდ გაათავისუფლეს, ჩვენს ქვეყანაში არსებობს მესამე დამოუკიდებელი  ინსტიტუტი – მიმართოს სასამართლოს“.

 

რა ურთიერთობა გაქვთ არჩილ ხაბაძესთან? – ამ კითხვის პასუხად მურმან დუმბაძემ თქვა, რომ მას აქვს შესანიშნავი, ანუ ისეთი ურთიერთობა რეგიონის პირველ პოლიტიკოსთან, როგორიც უნდა ჰქონდეს ცენტრალური ხელისუფლების წევრს  ერთ-ერთი მნიშვნელოვანი რეგიონის ლიდერთან.

 

ვიცე-სპიკერმა ახსენა შემდეგ კონტექსტში ახსენა ოპოზიციაში გადასვლა – „თქვენ შეგიძლიათ ჩემს ამ განცხადებას დაარქვათ ოპოზიციური, მაგრამ ჩემი შეფასებით ეს რეალისტურია. 

 

ბრიფინგი ჟურნალისტებისთვის ჯერ კიდევ გრძელდება ბათუმში, დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში.

Leave a comment

Your email address will not be published. Required fields are marked *