ახალი ამბები

ეს არის ვიღაცის ფანტაზიის ნაყოფი – მდინარაძე ღარიბაშვილის შესაძლო მაჟორიტარობაზე

5 მარტი, 2019 • 885
ეს არის ვიღაცის ფანტაზიის ნაყოფი – მდინარაძე ღარიბაშვილის შესაძლო მაჟორიტარობაზე

“ქართული ოცნების” საპარლამენტო ფრაქციის თავმჯდომარე მამუკა მდინარაძე უარყოფს მედიაში გავრცელებულ ინფორმაციას იმის შესახებ, რომ ირაკლი ღარიბაშვილმა, შესაძლოა, კენჭი მთაწმინდის მაჟორიტარობის კანდიდატად იყაროს.

“რუსთავი 2”-სთვის მიცემულ ინტერვიუში მდინარაძე გავრცელებულ ცნობებს “ფანტაზიის ნაყოფს” უწოდებს:

“შემიძლია გითხრათ, რომ ეს არის ვიღაცის ფანტაზიის ნაყოფი. შემიძლია სრული პასუხისმგებლობით დაგიდასტუროთ, რომ არცერთი სიტყვა ირაკლის მაჟორიტარობაზე ნათქვამი არ არის”, – ამბობს მდინარაძე.

მას შემდეგ, რაც ირაკლი ღარიბაშვილის “ქართულ ოცნებაში” დაბრუნება დადასტურდა, მედიაში გავრცელდა ინფორმაცია, რომ ექსპრემიერმა შესაძლოა კენჭი მთაწმინდის მაჟორიატარად იყაროს და პრალამენტში მოხვედრის შემთხვევაში საკანონმდებლო უწყების თავმჯდომარის პოსტზე ირაკლი კობახიძე შეცვალოს.

მთაწმინდის მაჟორიტარულ ოლქში რიგგარეშე არჩევნები აპრილში უნდა ჩატარდეს.

ღარიბაშვილის პოლიტიკაში დაბრუნება ოფიციალურად დადასტურდა

მასალების გადაბეჭდვის წესი