ხაზარაძე ანაკლიაზე: თუ ამოცანა ისაა, რომ ჩვენ არ ვიყოთ ამ პროექტში, გვითხარით

ანაკლიის განვითარების კონსორციუმის დამფუძნებელი მამუკა ხაზარაძე  პარლამენტში სიტყვით გამოსვლისას აცხადებს, რომ, ერთი მხრივ, ხელისუფლება ანაკლიის პროექტის მნიშვნელობას აღიარებს, თუმცა, მეორე მცრივ, კონსორციუმის დამფუძნებლების იმიჯის შელახვას ცდილობს მსხვილ ფინანსურ ინსტიტუტებთან:

“გიდასტურებთ, რომ სახელმწიფო, ერთი მხრივ,  ამბობს, რომ ეს [ანაკლიის პორტის პროექტი] არის მნიშვნელოვანი. მეორე მხრივ, მიმდინარეობს ჩვენი იმიჯის შელახვა იმ ბანკებთან, რომლებიც არიან ჩვენი პარტნიორები და ვისთანაც უნდა მოვაწეროთ ხელი 600- მილიონიანი პაკეტის დახურვას მაის-ივნისში.  თუ ამოცანა სხვა არის, რომ ჩვენ არ ვიყოთ ამ პროექტში, ეგეც კაცურად გვითხარით და გავიგებთ, მაგრამ ეს ფორმა არ არის სწორი. არანაირ ფულის გათეთრებასთან და კრიმინალთან საქმე არ გაქვს”, – ამბობს ხაზარაძე.

ბიზნესმენის თქმით, პროექტის გაჭიანურება ხელისუფლების დროს დადებულ ხელშეკრულებასთან იყო დაკავშირებული, რომლის 8 პუნქტიც პარტნიორი ფინანსური ინსტიტუტებისთვის მიუღებელი იყო:

“ანაკლია აარის უმნიშვნელოვანესი, ეს არის საჯარო და კერძო ინიციატივა. ეს არის ასეთი ურთიერთობის პირველი შემთხვევა ჩვენი ქვეყნის ისტორიაში .მიუხედავად იმისა, რომ კანონმდებლობა ჯერ კიდევ მზად არ არის, მოვახერხეთ და გავაფორმეთ ხელშეკრულება სახელმწიფოსთან.

მინდა ასევე გითხრათ, რომ  2016 წელს გაგვაფორმებინეს ძალიან კაბალურ პირობებზე ხელშეკრულება. ბევრი სპეკულაცია იყო, რომ თითქოს ვიღაცა დაგვეხმარა, მაგრამ პირიქით.  მათ სახლემწიფო ინტერესები დაიცვეს ისე მკაცრად, რომ არცერთი ნორმალური ბიზნესმენი იმ ხელშეკრულებას ხელს არ მოაწერდა. ჩვენ მოვაწერეთ ამას ხელი და სწორედ ის გადავადება არის გამოწვეული იმის გამო, რომ ჩვენი დამფინანსებელი 4 ბანკისთვის მიუღებელია 8 პუნქტი ამ ხელშეკრულებაში”, – ამბობს ხაზარაძე.

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი
მარიამ ბოგვერაძე არის "ნეტგაზეთის" რეპორტიორი 2016 წლიდან.