1 მარტს, ივენთ ჰოლში, ქართველი მსმენელის წინაშე თბილისის რიგით 22-ე ჯაზ-ფესტივალის ჰედლაინერი, 20 გრემის ჯილდოს მფლობელი, ლეგენდარული პეტ მეთინი ტრიოსთან ერთად წარსდგა. ტრიოს შემადგენლობაში, ცნობილ ჯაზ-გიტარისტთან ერთად, მუსიკოსები დერეკ ოლეჟკიევიჩი და ჯონათან ბარბერი იყვნენ.
ისთერნ პრომოუშენის დირექტორის, გიორგი კერესელიძის შეფასებით, ჯაზ-ფესტივალის მეორე დღით პუბლიკა აღტაცებული დარჩა და მათი ოვაციებიც ამას მოწმობდა:
ძალიან კარგი რეპოერტუარი იყო და კარგი შემადგენლობით ჩამობრძანდა იგი საქართველოში. ამ დონის მუსიკოსით მე-12 ჯაზ-ფესტივალია წარმოდგენილი და ველოდებით ფესტივალის დასკვნით დღეს, რომელიც გახლავთ ერთგვარი პრემიერა მის კარიერაშიც; გაორკეესტრებული თავისი ნაწაწრმოებები პირველად სრულდება ორკესტრთან ერთად და პრემიერა ექნება სწორედ თბილისის დის საკონცერტო დარბაზში”.
გიორგი კერესელიძე დარწმუნებულია, რომ ჯაზ-ფესტივალის მესამე დღეც სრული ანშლაგით ჩაივლის. ისთერ პრომოუშენის დირექტორი დასკვნით საღამოზე გაცილებით მეტ მსმენელს ელის თბილისის დის საკონცერტო დარბაზში.
თბილისის რიგით 22-ე ჯაზ-ფესტივალი 28 თებერვალს კონსერვატორიის დიდ დარბაზში ახალი პროექტით – Tbilisi Big-Band & New Jazz Generation გაიხსნა[tabs tab1=”Tab 1″ tab2=”Tab 2″ tab3=”Tab 3″]
[tab id=1]Tab content 1[/tab]
[tab id=2]Tab content 2[/tab]
[tab id=3]Tab content 3[/tab]
[/tabs].
- თბილისის რიგით 22-ე ჯაზფესტივალის გენერალური სპონსორია სოკარი.
- ფესტივალის მხარდამჭერია: საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო და ქალაქ თბილისის მერია.
გიორგი ნაკაშიძის ფოტოები: