ახალი ამბებირეკლამა

ოქროყანაში, მირზა გელოვანის ქუჩაზე გზის კეთილმოწყობის სამუშაოები დასრულდა

28 თებერვალი, 2019 •
ოქროყანაში, მირზა გელოვანის ქუჩაზე გზის კეთილმოწყობის სამუშაოები დასრულდა

მთაწმინდის რაიონის გამგეობის განცხადებით, ოქროყანაში, მირზა გელოვანის I ჩიხში საგზაო ინფრასტრუქტურა 1600 კვ.მ ფართობზე მოწესრიგდა, რისთვისაც ადგილობრივი ბიუჯეტიდან 85 ათასი ლარი დაიხარჯა.

პროექტის ფარგლებში, სავალი ნაწილის გასწვრივ ბორდიური მოეწყო და ასფალტის საფარი დაიგო.
შპს „პარმას“ მიერ შესრულებულ საგზაო სამუშაოებს მთაწმინდის რაიონის გამგებელი დავით კირკიტაძე გაეცნო.

მასალების გადაბეჭდვის წესი