ახალი ამბები

დარიალის ხეობაში სტიქიის შედეგად ორი ადამიანი დაიკარგა

21 აგვისტო, 2014 • • 1667
დარიალის ხეობაში სტიქიის შედეგად ორი ადამიანი დაიკარგა

როგორც “ნეტგაზეთს”  ყაზბეგის რაიონის მაჟორიტარმა დეპუტატმა მირიან წიკლაურმა განუცხადა, სტიქიის ადგილზე გამოცხადებულია ევაკუაცია.


მირიან წიკლაურის ინფორმაციით, მეწყერმა ორი ადამიანი მოიყოლა და ამ დროისათვის სამაშველო სამსახურმა მათი ძებნა დაიწყო:  

 

“ამ დროისათვის გადაკეტილია გზა. მოძრაბა არ არის. თერგმა გაიკეთა კალაპოტი. რამდენადაც ცნობილია, ორი ადამიანია დაკარგული, რომელთაც სამაშველო სამსახურები ეძებენ. რა ინფორმაციაც მაქვს, დაკარგულები “დარიალჰესის” მუშები არიან. “

 

ადგილზე ვითარების გასაცნობად გუშინვე გაემგზავრა რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი და სამინისტროს თანამშრომლები, ასევე, გზების დეპარტამენტის წარმომადგენლები.

დარიალის ხეობა
დარიალის ხეობა

მეწყერი დარიალის ხეობაში 2014 წლის 17 მაისს ჩამოწვა. სოფელ გველეთთან მდინარე დევდორაკისა და თერგის შესართავთან მთის მასივი ჩამოიშალა, რამაც დააზიანა რუსეთიდან მომავალი 700 მილიმეტრიანი და 1200 მილიმეტრიანი მაგისტრალური გაზსადენები. 

შსს-ს ცნობით, საგანგებო სიატუაციების მართვის დეპარტამენტის თანამშრომლებმა დარიალ ჰესის გვირაბიდან თურქეთის რესპუბლიკის 12 მოქალაქე და მეწყერის ქვეშ მოყოლილი სატვირთო ავტომანქანიდან 1 მძღოლი გამოიყვანეს.

 

დარიალის ხეობა
დარიალის ხეობა

მასალების გადაბეჭდვის წესი