საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი არჩილ თალაკვაძე ამბობს, რომ მას შემდეგ, რაც უმრავლესობა რამდენიმე წევრმა დატოვა, ამით სხვა ადამიანებს “ქართულ ოცნებაში” მოსვლის შესაძლებლობა მიეცათ.
“უმრავლესობაში მიმდინარე პროცესი კარს გაუხსნის ახალი, მომავლის ხედვის მქონე, წარმატებული ადამიანების შემოსვლას პარტიაში, ჩვენს გუნდში და პარლამენტშიც,”-წერს თალაკვაძე.
საპარლამენტო უმრავლესობა ამ დროისთვის ოფიციალურად დატოვეს ეკა ბესელიამ, ლევან გოგიჩაიშვილმა, გედევან ფოფხაძემ, ბექა ნაცვლიშვილმა და ზვიად კვაჭანტირაძემ.