“უშიშროების საბჭო არის პრეზიდენტის სათათბირო ორგანო და, ბუნებრივია, რა და როგორი ფორმითაც იქნება მისაღები მისთვის სათათბირო ორგანოს მუშაობა, ისე იქნება აწყობილი ამ ორგანიზაციის ფუნქციონირება. აქედან გამომდიანრე, ეს არის პრეზიდენტის პრეროგატივა და მისი დისკრეცია,”– ასე გამოეხმაურა მინისტრი გიორგი მარგველაშვილის მიერ წარმოდგენილ ხედვას უშიშროების საბჭოს ფუნქციონირების შეასხებ. 

 

რაც შეეხება “თავდაცვის შესახებ” კანონში დაგეგმილ ცვლილებებს, ალასანიას განმარტებით, პრეზიდენტის ფუნქციები კონსტიტუციითაა გარანტირებული:

 

“კონსტიტუციასთან შესაბამისობაში მოდის კანონები, სხვადასხვა ნორმატიული აქტები და მე დარწმუნებული ვარ, რომ პრეზიდენტის ფუნქცია, როგორც ჩვენი ქვეყნის მთავარსარდლის, იქნება გარანტირებული, ეს ყველას სურვილია და ასეც უნდა მოხდეს.”

 

თავდაცვის სამინისტროს მიერ მომზადებული საკანონმდებლო ცვლილებების პაკეტი მთავრობამ პარლამენტს 2014 წლის აპრილში წარუდგინა, თუმცა მისი განხილვა საპარლამენტო კომიტეტებში ამ დრომდე არ მომხდარა. ცვლილებებით თავდაცვის და უსაფრთხოების სფეროში მთელი რიგი უფლებამოსილებები პრეზიდენტიდან მთავრობის კომპეტენციაში გადადის.

Leave a comment

Your email address will not be published. Required fields are marked *