დიდი ინტერესიდან გამომდინარე, საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაცია საჭიროდ მიიჩნევს საზოგადოებას აცნობოს, რომ კახა თარგამაძეს უარი ეთქვა საგამონაკლისო წესით მოქალაქეობის მინიჭებაზე. შესაბამის განკარგულებას საქართველოს პრეზიდენტმა დღეს მოაწერა ხელი.  

 

საქართველოს შს ყოფილმა მინისტრმა კახა თარგამაძემ  და მისმა მეუღლემ თამილა ჯაფარიძემ რუსეთის მოქალაქეობის მიღებასთან დაკავშირებით საქართველოს მოქალაქეობაზე უარი 2005 წელს განაცხადეს. 

 

“ნეტგაზეთს” პრეზიდენტის ადმინისტრაციაში განუცხადეს, რომ შს ექსმინისტრმა კახა თარგამაძემ  პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილს საქართველოს მოქალაქეობის აღდგენის თხოვნით 2014 წლის ივლისში მიმართა. 

 

პრეზიდენტის ადმინისტრაციაში განმარტავენ, რომ  კახა თარგამაძეს მოქალაქეობის მიინჭებაზე უარი ეთქვა “გამონალისის წესით”, საქართველოს კონსტიტუციის მე-12 მუხლის მე-2 პუნქტისა და „საქართველოს მოქალაქეობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 25-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად.

 

საქართველოს კონსტიტუციის მე–12 მუხლის მე–2 პუნტში ნათქვამია, რომ

2. საქართველოს მოქალაქე იმავდროულად არ შეიძლება იყოს სხვა სახელმწიფოს მოქალაქე, გარდა ამ პუნქტით დადგენილი გამონაკლისი შემთხვევისა. საქართველოს პრეზიდენტის მიერ საქართველოს მოქალაქეობა შეიძლება მიენიჭოს უცხო ქვეყნის მოქალაქეს, რომელსაც საქართველოს წინაშე აქვს განსაკუთრებული დამსახურება, ან მისთვის საქართველოს მოქალაქეობის მინიჭება გამომდინარეობს სახელმწიფო ინტერესებიდან. (6.02.2004.N3272)

 

 

კახა თარგამაძე შსს ყოფილი მინისტრი
კახა თარგამაძე შსს ყოფილი მინისტრი

Leave a comment

Your email address will not be published. Required fields are marked *