ახალი ამბები

სასამართლომ დავით კირკიტაძე წინასწარ პატიმრობაში დატოვა

25 თებერვალი, 2019 •
სასამართლომ დავით კირკიტაძე წინასწარ პატიმრობაში დატოვა

გურჯაანის რაიონულმა სასამართლომ დავით კირკიტაძე წინასწარ პატიმრობაში დატოვა. ნეტგაზეთს პარტიის პრესსამსახურში უთხრეს, რომ სასამართლოში თავდებობის 15 ათასი ხელმოწერა წარადგინეს, ამის მიუხედავად, მოსამართლემ პატიმრობის გადაწყვეტილება უცვლელად დატოვა.

ერთიანი ნაციონალური მოძრაობის პოლიტიკური საბჭოს წევრი და ერთ-ერთი ლიდერი დავით კირკიტაძე კახეთში 17 დეკემბერს დააკავეს. ბრალის დამტკიცების შემთხვევაში, მას 4-დან 7 წლამდე პატიმრობა ემუქრება.

დავით კირკიტაძე სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების საქმეზე 14 იანვარს გამართლდა, თუმცა მის მიმართ გამოძიება სისხლის სამართლის სხვა საქმეზეც მიმდინარეობს, კერძოდ: გამოძიება ენმ-ის პოლიტსაბჭოს წევრს 2018 წლის 16 დეკემბერს ველისციხეში პოლიციელზე თავდასხმას ედავება. სწორედ ამ საქმეზე შეუფარდეს მას აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა.

მასალების გადაბეჭდვის წესი