მივიღე ძლიერი სულიერი თანადგომა- სალომე ზურაბიშვილი პატრიარქს შეხვდა

პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი პატრიარქს ილია მეორეს შეხვდა. პრეზიდენტის ადმინისტრაციის ინფორმაციით, ზურაბიშვილმა შეხვედრაზე ბოლო პერიოდში, ევროპის ქვეყნებში განხორციელებული ვიზიტების შედეგები განიხილა.

მათივე ცნობით, შეხვედრას პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელი ლაშა ჟვანია და პატრიარქის მოსაყდრე მიტროპოლიტი შიო ესწრებოდნენ.

“აღინიშნა ქართულ დიასპორასა და ქართველ სტუდენტებთან შეხვედრების მნიშვნელობა, ევროპელი პარტნიორების მიერ საქართველოს მიმართ გამოხატული მაღალი ნდობა და ამ ნდობის ჩვენი ეროვნული ინტერესებისთვის გამოყენების საჭიროება. ხაზი გაესვა ქართველოლოგიის, როგორც მეცნიერების მიმართულების გაძლიერებისა და განვითარების მნიშვნელობას,”-წერია ადმინისტრაციის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
შეხვედრის შესახებ სალომე ზურაბიშვილმა Facebook-ზეც დაწერა. “კიდევ ერთხელ მივიღე ძლიერი სულიერი თანადგომა, რაც ჩემს საქმიანობაში მეტ ძალას მმატებს,”-წერს პრეზიდენტი.
ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი
მარიამ ვარადაშვილი არის ნეტგაზეთის რეპორტიორი 2017 წლის სექტემბრიდან.