ახალი ამბები

გამოძიებისა და სასამართლოსადმი მაღალი ხარისხის ნდობაა გამოსავალი – კაკულია ხაზარაძეზე

21 თებერვალი, 2019 •
გამოძიებისა და სასამართლოსადმი მაღალი ხარისხის ნდობაა გამოსავალი – კაკულია ხაზარაძეზე

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი, დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარე, რომან კაკულია აცხადებს, რომ თიბისი ბანკის საქმეზე საუბრისას გამოსავალი იქნებოდა სასამართლოს და გამოძიების მიმართ მაღალი ხარისხის ნდობის არსებობა.

ნებისმიერი ადამიანი, რომლის წინააღმდეგაც ამ ქვეყანაში აღიძრება ხოლმე საქმე, ყველა ამბობს, რომ ის უდანაშაულოა და პოლიტიკურ ზეწოლას აქვს ადგილი. სწორედ ამიტომ გვინდა ჩვენ ძალიან მყარი სასამართლო – როდესაც ასეთ სიტუაციებში ადამიანები იტყვიან, რომ დაველოდოთ სასამართლოს, ეს კი აღარ იყოს გაცვეთილი ფრაზა, არამედ იყოს მთლიანად თავისი შინაარსით დატვირთული ფრაზა, რომლის მიმართაც საზოგადოებას და ყველას ექნება მაღალი ხარისხის ნდობა, თორემ ასეთ სიტუაციებში ჩვენ ყოველთვის გვექნება საუბარი იმაზე, რომ ეს არის პოლიტიკური ზეწოლა. მეორე მხრივ, იმაზე, რომ აქ არის ძალიან მკაფიოდ გამოკვეთილი ფაქტები. გამოძიების და სასამართლოს მიმართ მაღალი ხარისხის ნდობა არის გამოსავალი”, – განაცხადა რომან კაკულიამ.

მამუკა ხაზარაძემ თიბისი ბანკის დატოვების გადაწყვეტილება დღეს მიიღო და ამის შესახებ საჯარო განცხადება გაავრცელა. ხაზარაძე წერს:

“აღარ განვმეორდები, თუ როგორი შეტევის ქვეშ იმყოფება ჩვენი ჯუფი, ბანკი. შედეგად, ჩვენმა საერთაშორისო აქციონერებმა ერთ თვეში 200 მილიონი დოლარის ზარალი მიიღეს, შესაბამისად, ჩვენმა ქვეყანამაც სერიოზულად იზარალა. ყოველგვარი გამოძიებისა და სასამართლოს გადაწყვეტილების გარეშე მოგვაყენეს სერიოზული რეპუტაციული ზიანი ფულის გათეთრების აბსურდულ საკითხთან ვითომდა კავშირში, რომლის არარსებობა საერთაშორისო დონეზეა დამტკიცებული.”

ხაზარაძის შემდეგ თიბისი ბანკის დატოვების შესახებ განცხადება გაავრცელა ბანკის ერთ-ერთმა დამფუძნებელმა და სამეთვალყურეო საბჭოს თავმდომარის მოადგილემ, ბადრი ჯაფარიძემაც.

ვრცლად:

ბადრი ჯაფარიძე: არ გამომაქვს სასამართლოდან ჩემი სარჩელი

თიბისი ბანკს ბადრი ჯაფარიძეც ტოვებს

მასალების გადაბეჭდვის წესი